ახალი ამბები
ჯანდაცვის სამინისტრომ აპლიკაციის პრეზენტაცია გამართა
FaceBook

ჯანდაცვის სამინისტრომ აპლიკაციის პრეზენტაცია გამრათა, რომელიც საშუალებას იძლევა მომხმარებელმა გაიგოს იმყოფება თუ არა კორონავირუსით ინფიცირებულ პირთან კონტაქტში.


ეკატერინე ტიკარაძის თქმით, აპლიკაცია სრულად იცავს პერსონალურ ინფორმაციას.

''ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი აპლიკაცია, რომელიც წარმატებით იქნა გამოყენებული როგორც სამხრეთ კორეის, ასევე იაპონიის მხრიდან და ამ ქვეყნების მაგალითი ნამდვილად არის უპრეცედენტო თავისი მაჩვენებლებით. დღეიდან ჩვენს მოქალაქეებს საშუალება ეძლევათ, საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად ებრძოლონ და პრევენციული ღონისძიებები გაატარონ კოვიდის ინფექციის გავრცელების მხრივ. ეს აპლიკაცია გახლავთ ევროპულ კანონმდებლობაზე დაყრდნობით შექმნილი, რომელიც სრულიად იცავს ჩვენს პერსონალურ ინფორმაციას, რაც არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საშუალებას იძლევა, რომ გავუფრთხილდეთ როგორც საკუთარი ჯანმრთელობის უსაფრთხოებას, ასევე მოვახდინოთ ჩვენი ახლობლებისა და იმ კონტაქტების ინფორმირება ჩვენი ინფიცირების შემთხვევაში, რაც მნიშნველონლად აუმჯობესებს ხარისხს კონტაქტების ამოცნობის მხრივ და ასევე იმ ინფექციის გავრცელების ჯაჭვის აღმოფხვრის მხრივ, რომელიც მნიშნველოვანი არის კოვიდ-19-ის ინფექციასთან ბრძოლაში. მე მინდა, მადლობა გადავუხადო ავსტრიელ კოლეგებს იმ გაწეული შრომისა და დახმარებისთვის, რომელიც მათ ჩვენთან გასწიეს და ასევე მადლობა მინდა გადავუხადო სამინისტროს იმ ჯგუფს, რომელიც ამ პერიოდის მანძილზე 24 საათის განმავლობაში მუშაობდა იმისთვის, რომ ჩვენს მოქალაქეებს საშუალება ჰქონოდათ, ქართულ ენაზე და შეუფერხებლად მიეღოთ ყველა ის ინფორმაცია, რომელიც არის საჭირო და ასევე ესარგებალთ ამ აპლიკაციის დადებითი შედეგებით", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი
გაუარესდება.
14:59 / 23.11.2024
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი გაუარესდება.
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო,
ავიარეისები გაუქმდა.
14:26 / 23.11.2024
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო, ავიარეისები გაუქმდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.