ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოში,
კორონავირუსით დაინფიცირებულ პირველ პაციენტზე ჩატარებულმა
განმეორებითმა ტესტმა, უარყოფითი პასუხი აჩვენა.
ახალგაზრდა მამაკაცი სამკვირიანი მკურნალობის
შედეგად გამოჯანმრთელდა.
,,რამდენიმე წუთია რაც გავიგეთ ტესტის პასუხი და
ყველა ძალიან გახარებულები ვართ, პაციენტი კლინიკიდან ხვალ გაეწერება,
თუმცა პრევენციისთვის ჯერ ისევ იზოლაციაში დარჩება შინ," - აცხადებს
კლინიკა ,,ლჯ და კომპანის" პრესსამსახურის ხელმძღვანელი ანუკა
ლიპარიშვილი.
მისივე ცნობით, პაციენტი მკურნალობას ახალ
ინფექციურ საავადმყოფოში სამი კვირის განმავლობაში გადიოდა. მას
საფრანგეთში მოგზაურობის ისტორია ჰქონდა.
ამჟამად ქუთაისის ახალ ინფექციურში
კორონავირუსით დაინფიცირებული 10 ადამიანი მკურნალობს.
კლინიკაში, ასევე, ელოდებიან თერჯოლიდან
და სვანეთიდან კორონავირუსით დაინფიცირებულ პაციენტებს.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა
რაოდენობა 234–მდე გაიზარდა. მათგან, 54 უკვე გამოჯანმრთელდა.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4672 ადამიანი, სტაციონარში
მეთვალყურეობის ქვეშ 373 პირი.
მასალის გამოყენების პირობები