ახალი ამბები
ქუთაისის მერის მრჩეველთა საბჭო გადამდგარი მერისგან განცხადების გაკეთებას ითხოვს
FaceBook

ქუთაისის მერთან არსებული მრჩეველთა საბჭო გიორგი ჭიღვარიასგან გადადგომის მიზეზებზე განმარტების გაკეთებას ითხოვს.

საბჭოს წევრები, მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში გადამდგარ მერს მოუწოდებენ პოსტიდან წასვლასთან დაკავშირებით მკაფიო განცხადება გააკეთოს და საზოგადოებას აუხსნას რატომ დატოვა პოსტი.

საბჭო, ასევე მოუწოდებს საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს, ირაკლი შენგელიას, 10 აპრილს დაგეგმილ რიგგარეშე სხდომაზე  მოიწვიოს გიორგი  ჭიღვარია, სადაც გადამდგარი მერი რიგგარეშე ანგარიშს წარადგენს.

 

„სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს საჯაროობის პრინციპიდან გამომდინარე და ასევე, როგორც მუნიციპალიტეტის უმაღლესი არჩევითი თანამდებობის პირის სათათბირო ორგანო, ვალდებულად მივიჩნევთ გამოვეხმაუროთ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის- გიორგი ჭიღვარიას გადადგომის საკითხს და გამოვხატოთ ჩვენი გაკვირვება აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით.


მრჩეველთა საბჭოს ფორმატში არაერთი მნიშვნელოვანი დოკუმენტი თუ საკითხი იქნა განხილული, რაზედაც შესაბამისი რეკომენდაციები იქნა შემუშავებული და წარდგენილი. საგულისხმოა, მერის აქტიური ჩართულობა საბჭოს საქმიანობის პროცესში და მისი მაღალი მოტივაცია აქტიურად გაეგრძელებინა მუშაობა 2020 წელში დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ და სხვა პროექტებზე, რომლებიც მან საბჭოს დეტალურად გააცნო 2019 წლის ანგარიშის წარდგენის დროს.


ყოველივე ეს არ ქმნიდა გონივრულ ეჭვსაც კი,
რომ მერი საკუთარი” გადაწყვეტილებით გეგმავდა დაკავებული თანამდებობის დატოვებას. გამომდინარე იქიდან, რომ ქალაქის მერი მუნიციპალიტეტის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირია, რომელსაც, პირდაპირი წესით არჩევის გამო, ქალაქის მოსახლეობისგან მაღალი ლეგიტიმაცია აქვს მინიჭებული ქალაქ ქუთაისის მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრები მოვუწოდებთ:


ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერ­­მა გიორგი ჭიღვარიამ გააკეთოს მკაფიო
განცხადება და მოახდინოს ქუთაისის მოსახლეობის ინფორმირება გადადგომის მიზეზებთან და პოლიტიკიდან წასვლასთან დაკავშირებით;


ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის
შემსრულებელ ირაკლი შენგელიას მოიწვიოს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ჭიღვარია 10 აპრილს ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დაგეგმილ რიგარეშე სხდომაზე რიგარეშე ანგარიშის წარსადგენად“,– ნათქვამია საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


გიორგი ჭიღვარიამ მერის პოსტი 8 აპრილს დატოვა. მას წასვლის მიზეზები არ განუმარტია. 

თანმადებობიდან გადადდგომის მიზეზზე გიორგი ჭიღვარიას განცახდების გაკეთებისკენ მოუწოდა არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველო".

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.