ახალი ამბები
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი სტუდენტებისთის საგრანტო პროგრამას აცხადებს
FaceBook
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) საგრანტო ფონდს ქმნის, რომელიც სტუდენტებს სხვადასხვა გზით დააფინანსებს.
უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ სექტემბერში უნივერსიტეტი სტუდენტების მისაღებად მზად იქნება და საქართველოს მოქალაქეებისათვის სწავლის გადასახადი წელიწადში 2250 ლარი იქნება.

KIU-ს რექტორის, ალექსანდრე თევზაძის თქმით, ეს არის თანხა, რომელსაც 100 პროცენტიანი სახელმწიფო სასწავლო გრანტი ფარავს და რომლის მოპოვებაც ერთიანი ეროვნულ გამოცდების შედეგების საფუძველზეა შესაძლებელი.

"ამასთან, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში მოქმედებს სტუდენტური გრანტების ფონდი. ფონდის მიზანია სტუდენტებს დავუფაროთ სწავლის გადასახადი, სტუდენტური საცხოვრებლის საფასური, საუნივერსიტეტო სტიპენდია და უზრუნველვყოთ საკვებისა და სხვა ხარჯების დაფარვაც", - ამბობს ალექსანდრე თევზაძე.

უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში სხვადასხვა მოცულობით დაფინანსდებიან წარმატებული სტუდენტები, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით მოხვდებიან საუკეთესო 100, 200 და 300 აბიტურიენტთა სიაში, საშუალო განათლების ოქროს და ვერცხლის მედალოსნები, მათემატიკის, პროგრამირებისა და საბუნებისმეტყველო საგნებში ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადებში გამარჯვებული, მათემატიკური კონკურსის "Mვექტორი" და მილენიუმის ინოვაციების კონკურსის გამარჯვებულები სტუდენტები.

ფონდის ფარგლებში ასევე მოქმედებს სოციალური პროგრამა, რომელიც სხვადასხვა კატეგორიაში გასცემს დაფინანსებას, მათ შორის:

• სტუდენტები, რომლებიც სწავლობდნენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში;
• სტუდენტები, რომლებიც არიან ობოლნი (გარდაცვლილი ჰყავთ დედ-მამა);
• სტუდენტები, რომლებიც არიან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა შვილები;
• სტუდენტები, რომლებიც არიან მკვეთრად/მნიშვნელოვნად/ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები;
• სტუდენტები, რომლებიც არიან მრავალშვილიანი ოჯახის (ოთხი და მეტი შვილით) წევრები;
• სტუდენტები, რომლებიც იმყოფებიან სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ ან გასულნი არიან სახელმწიფო ზრუნვიდან ბოლო 3 წლის განმავლობაში და იმყოფებოდნენ სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მინიმუმ 2 წლის განმავლობაში;
• სტუდენტები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა ტოლია ან ნაკლებია 70 000-ზე.

ადმინისტრაციის ცნობით, დაფინანსების მოპოვება ხდება განცხადების და შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე. საუკეთესო კანდიდატების დაფინანსება განხორციელდება შესაბამის კატეგორიაზე გამოყოფილი ბიუჯეტის ფარგლებში კონკურსის საფუძველზე, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული ქულების გათვალისწინებით (კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტის მიხედვით). 


საუნივერისტეტო ქალაქის მშენებლობა ქუთაისელებს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა,  2016 წელს,  საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი თვით ადრე,  საზეიმოდ  ამცნო. მუხნარის ტერიტორიაზე მოწყობილ  პრეზენტაციაზე უნივერსიტეტის მაკეტიც  წარმოადგინეს და თქვეს, რომ 2019 წელს სასწავლებელი 60 000 სტუდენტის მიღებას შეძლებდა.


წლიდან წლამდე შეიცვალა როგორც მშენებლობის ვადები, ასევე, პროექტის მასშტაბები და სასწავლების სახელწოდებაც. ჯერ დაპირებული 2019 წლის ნაცვლად, უნივერსიტეტში სტუდენტთა პირველი ნაკადის მიღება 2020 წელს გადაიტანეს, შემდეგ კი ჯერარაშენებული უნივერსიტეტის რექტორმა, თემურ მურღულიამ  განაცხადა, რომ ამ ეტაპზე მიმდინარე სამუშაოები პროექტის მიხედვით  15 000 სტუდენტზეა გათვლილი, თუმცა, მისივე თქმით, მკაცრი გამოცდების პირობებში,  პირველი აკადემიური რესურსი, სავარაუდოდ, მხოლოდ 2000 სტუდენტი იქნება.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი
გაუარესდება.
14:59 / 23.11.2024
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი გაუარესდება.
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო,
ავიარეისები გაუქმდა.
14:26 / 23.11.2024
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო, ავიარეისები გაუქმდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.