ქუთაისის საფეხბურთო კლუბი „ტორპედო“, საჭიროების შემთხვევაში, ადმინისტრაციულ შენობაში საკარანტინო სივრცის მოწყობის მზაობას გამოთქვამს.
ამასთანავე, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ბაზაზე
შეწყდა ფეხბურთელების ვარჯიში.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ფარგლებში, საკოორდინაციო საბჭომ ახალი რეგულაციების დაწესების შესახებ გადაწყვეტილება დღეს მიიღო. პრემიერ–მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, ამ ეტაპზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა არ არსებობს, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში მთავრობა არათუ საგანგებო ზომებს მიიღებს, არამედ კარანტინსაც გამოაცხადებს.
დღესვე, პრემიერმა თქვა, რომ თუ აქამადე სახელმწიფო ვირუსის იმპორტის შეჩერებაზე მუშაობდა, ახლა გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაზე გადავიდა.
მასალის გამოყენების პირობები