ახალი ამბები
ქუთაისში დაკარგულ ტურისტს მე-6 დღეა ეძებენ
FaceBook
ქუთაისში შვიდ მარტს გაუჩინარებული ტურისტის სამძებრო სამუშაოები ისევ განახლდა.
ჰოლანდიის მოქალაქე, სემ ვიგერს მეხუთე დღეა ეძებენ. სამძებრო სამუშაოებში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თბილისის სწრაფი რეაგირების მთავარი სამმართველოს 21 მაშველი და სამი მყვინთავი. სემ ვიგერის მოსაძებნად ახალგაზრდებმა მოხალისეობრივი ჯგუფიც შექმნეს.

"დაკარგვამდე ის იმყოფებოდა ქუთაისის რესტორან "ბარაქაში" მეგობართან ერთად, სადაც მათ ალკოჰოლი მიიღეს.წასვლისას, გაემართნენ ქუთაისის მაკდონალდსის მიმართულებით და სწორედ ამ დროს დაკარგეს ერთმანეთი. ჩემი ძმა იმ ღამეს ჰოსტელში არ დაბრუნებულა, ტელეფონზეც ვერ ვუკავშირდებით. აქვს გრძელი ყავისფერი ხუჭუჭა თმა, აცვია ლურჯი ჯინსი და გრძელსახელოებიანი ნაცრისფერი მაისური. თუ ვინმეს სადმე დაგინახავთ, ან გაქვთ რაიმე ინფორმაცია, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ნომრებზე: +31 64 75 45 017 ან +31 63 93 42 600", - წერს შიილ ვიგგერი ფეისბუქში.

სემ ვიგერის გაუჩინარების შესახებ მისმა ძმამ 7 მარტს განაცხადა. მისი თქმით, დაკარგვამდე ის ქუთაისში რესტორან "ბარაქაში" მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი
გაუარესდება.
14:59 / 23.11.2024
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი გაუარესდება.
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო,
ავიარეისები გაუქმდა.
14:26 / 23.11.2024
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო, ავიარეისები გაუქმდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.