ქუთაისში, ილია ჭავჭავაძის
სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა დროებით წყვეტს მუშაობას.
ბიბლიოთეკის პრესსამსაურში განმარტავენ, რომ ქვეყანაში შექმნილი
სიტუაციიდან გამომდინარე მიიღეს ბიბლიოთეკის დროებით დახურვის
გადაწყვეტილება.
'' წიგნს ბევრი ეხება, ხელიდანხელში გადადის, ტურისტებიც საკმაოდ
მოდიან, ქვეყანაში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ,
დროებით შევაჩეროთ სამუშაო პროცესი", - ამბობს პრესსამსახურის
წარმომადგენელი ციცი ჯინჯიხაძე.
ილია ჭავაჭავაძის საჯარო ბიბლიოთეკა მუშაობას ორშაბათს, 16 მარტს
განაახლებს.
16 მარტს განახლდება სასწავლო პროცესი სკოლებსა და ბაღებში.
საქართველოში კორონავირუსით
დაინფიცირების 15 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმში
იმყოფება 141 ადამიანი. სტაციონარში კი მეთვალყურეობას გადის
51.
ხელისუფლებამ ახალი ვირუსის
პრევენციის მიზნით ზომები უკვე მიიღო.
შეწყვეტილია საჰაერო მიმოსვლა ვირუსის გავრცელების მაღალი რისკის
მქონე ქვეყნებთან - ჩინეთთან ირანთან და იტალიასთან. ქვეყანაში ორი
კვირით შეწყდა სასწავლო პროცესი.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს
დადასტურდა. ყველა დაინფიცირებული საქართველოს მოქალაქეა.
COVID19 -ით მსოფლიოში 100 000-ზე მეტი ადამიანია ინფიცირებული, 3 000
-ზე მეტი კი გარდაიცვალა. კორონავირუსი ყველაზე მეტად გავრცელებულია
ჩინეთში, სამხრეთ კორეაში, ირანსა და იტალიაში. ჯანდაცვის მსოფლიო
ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა.
ვირუსის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში, ჩინეთის ჰუბეის პროვინციაში,
ქალაქ უჰანში დაიწყო.
მასალის გამოყენების პირობები