ავიაკომპანია „Ryanair “ იტალიიდან ქუთაისის
მიმართულებით ფრენებზე ერთთვიან შეზღუდვას აწესებს.
კომპანიის მეირ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ბოლონიიდან
ქუთაისის მიმართულებით რეისები 7 მარტამდე შესრულდება, 8 მარტიდან 7
აპრილამდე კი სრულად შეჩერდება.
ფრენების რაოდენობას ამცირებს „Ryanair “ თბილისის
მიმართულებითაც. მილანი-თბილისის რეისები ჩვეულებრივი განრიგით
შესრულდება 7 მარტამდე, 8 მარტიდან 7 აპრილამდე კი კვირაში
2-ჯერ.
კომპანიის ინფორმაციით, მომხმარებლები, რომლებსაც აღნიშნულ რეისებზე
ბილეთები აქვთ შეძენილი, ინფორმირებული არიან და მათ გადახდილი თანხა
უკან დაუბრუნდებათ, სურვილის შემთხვევაში კი ბილეთის გადაცვლა
შეეძლებათ.
მასალის გამოყენების პირობები