ახალი ამბები
„დანამატს იღებენ ის ადამიანები, ვინც ზეგანაკვეთურად მუშაობდა“ - იმერეთის გუბერნიის პასუხი TI-ს
FaceBook

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ კვლევას იმერეთის გუბერნიაში პასუხობენ.


სამხარეო ადმინისტრაციის უფროსის, გოჩა გაბუნიას თქმით, ადმინისტრაციული ხარჯები არ გაზრდილა. ზოგ შემთხვევაში შეცვლილი ციფრები კი  ვაკანსიების შევსებით, საწვავზე ფასების ზრდითა და თანამშრომლების ზეგანაკვეთური მუშაობით აიხსნება.

„ხელფასები არ გაზრდილა. უბრალოდ,  წინა წელს არ იყო ვაკანსიები და შესაბამისად,  ხელფასი არ გაიცემოდა. ახლა შეივსო ვაკანსიები და ხელფასიც მეტი არის გაცემული. რაც  შეხება ავტოპარკს, დიახ, გვყავს 13 ავტომობილი, მაგრამ ყველა არ არის მწყობრში, აქედან,  მხოლოდ 9 ავტომანქანა არის ფუნქციური. არც საწვავის ლიმიტი გაზრდილა, უბრალოდ,  კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების შემთხვევაში საცალო ფასი გაზიარდა და ეს აჩვენებს მაღალ ფასს“, - განაცხადა გოჩა გაბუნიამ.


რაც შეეხება დანამატს, ადმინისტრაციის უფროსის თქმით, დამატებითი თანხის გაცემის საფუძველი,  თანამშრომლების მიერ არანორმირებადი სამუშაოს შესრულებაა.


"დანამატს იღებდნენ ის ადამიანები, რომლებიც ასრულებენ ზეგანაკვეთურ სამუშაოს, მაგალითად, სტიქიის დროს, ეს იყო არანორმირებული ან  არასამუშაო დღეებში, ან უბრალოდ, თანამშრომელმა კარგად შეასრულა სამუშაო“,- ამბობს  გოჩა გაბუნია.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ ცხრა   სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის 2018-2019 წლის ხარჯები შეისწავლა. კვლევის მიხედვით, ხარჯები თითქმის ყველა მიმართულებით არის გაზრდილი.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.