ახალი ამბები
სამხარეო ადმინისტრაციების გაზრდილი ხარჯები -TI-ს კვლევა
FaceBook

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ ცხრა   სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის 2018-2019 წლის ხარჯებს აქვეყნებს.

კვლევის მიხედვით, ხარჯები თითქმის ყველა მიმართულებით არის გაზრდილი.


ბიუჯეტიდან გახარჯული თანხის რაოდენობით სამეულშია იმერეთის გუბერნია. 2018 წელს სამხარეო ადმინისტრაციამ ხელფასისა და პრემია/დანამატის სახით ჯამში 544 857 ლარი გასცა, ხოლო 2019 წელს ამ მონაცემებმა 591 629 ლარი შეადგინა, რაც 46 772 ლარით აჭარბებს წინა წლის მონაცემს.  2019 წელს ხელფასის სახით 47 118 ლარი აიღო იმერეთის გუბერნატორმა, ზვიად შალამბერიძემ. მას საკვლევ პერიოდში პრემია/დანამატი არ მიუღია. 2019 წელს პრემიის სახით 3 900 ლარი მიიღო გუბერნატორის პირველმა მოადგილემ, იოსებ ხახალეიშვილმა, გუბერნატორის მოადგილეებმა ბესიკ გოფოძემ და ლევან კიკნაველიძემ კი 3 050 ლარი.


ამასთანავე, ამავე წლებში ყველზე მეტი თანამშრომელი იმერეთის გუბერნიაში იყო დასაქმებული. 2018 წელს 36, ხოლო 2019-ში 34 თანამშრომელი. იმერეთის სამხარეო  ადმინისტრაციას ავტომობილებიც ყველაზე მეტი ჰყავს. კვლევის მიხედვით, გუბერნიის ავტოპარკში  13 ავტომობილია.  2018 წელს მათი შეკეთება-დიაგნოსტიკისთვის 33 050 ლარი, 2019 -ში კი 45 370 ლარია დახარჯული, რაც 12 320 ლარით მეტია წინა წელზე.  ასევე, ბოლო ორი წლის განმავლობაში მნიშვნელოვნადაა გაზრდილი საწვავის ხარჯი. თუ 2018 წელს სამხარეო ადმინისტრაციამ საწვავში 2018- 68 587 ლარი დახარჯა,  2019-ში კი ეს ციფრი 72 794 ლარს აღწევს.  ორი წლის განმავლობაში, 10 000 ლარი დახარჯა იმერეთის გუბერნიამ სარესტორნე მომსახურებაზე.


ჯამში, 2018-2019 წლებში სახელმწიფო რწმუნებულის ცხრა ადმინისტრაციის მიერ გაწეულმა ხარჯებმა 10 797 168 ლარი შეადგინა. აქედან, 8 212 842 ლარი დაიხარჯა მხოლოდ ხელფასზე. პრემიის სახით გაცემულმა თანხამ კი 655  454 ლარი შეადგინა. 1 109 683 ლარი დახარჯეს  სამხარეო ადმინისტრაციების წარმომადგენლებმა საწვავზე, ხოლო მივლინებებზე 123 495 ლარი.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.