ახალი ამბები
"ჯორჯიან მანგანეზის" შეთავაზებები შუქრუთელებს და მოსახლეობის პასუხი
FaceBook
ჭიათურის სოფელ შუქრუთის მოსახლოებას ერთ კვირაზე მეტია სოფელში არსებული 17-ვე მაღარო პიკეტირებული აქვს.

ისინი მაღაროების მფლობელი კომპანია  "ჯორჯიან მანგანეზისგან" ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში კი აცხადებენ, რომ კომპანიას მაღაროებში მუშაობის განახლების უფლებს არ მისცემენ. 

თავად "ჯორჯიან მანგანეზში" აცხადებენ, რომ ისინი დათმობაზე მიდიან და შუქრუთელებს ხუთპუნქტიანი ვალდებულების შესრულებას სთავაზობენ. ეს შეთავაზებები ასეთია:  

1. მხარეები აღიარებენ ჩამოქცევის ზონების, როგორც მოცემულობის არსებობას;

2. ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ იმ ქონებისადმი მიყენებული ზიანი, რომელიც არსებულ ჩამოქცევის ზონებში ექცევა, სადაც კომპანია მოპოვებით სამუშაოებს ახორციელებს ან სამომავლოდ განახორციელებს;

3. კომპანია განსაზღვრავს მოპოვებითი სამუშაოების ტერიტორიასა და გეგმა-გრაფიკს;

4. ქონება შეფასდება მაღალი რეპუტაციის მქონე დამოუკიდებელი შემფასებლის მიერ, ჩანაცვლების მეთოდის გამოყენებით;

5. მოსახლეობასთან ზიანის ანაზღაურების საკითხზე გაფორმდება ინდივიდუალური შეთანხმებები.

კომპანიაში, ასევე, აცხადებენ, რომ 24 თებერვალს, "ჯორჯიან მანგანეზმა" შუქრუთის მოსახლეობის 7 ოჯახს (დამუშავების პირველი ეტაპის ზონაში მოქცეული ოჯახები) ხელშეკრულების პირობების გაცნობისა და მისი გაფორმების მიზნით შეხვედრა შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო.

შუქრუთის მცხოვრებლები აცხადებენ, რომ პროტესტი არ შეწყდება მანამ, სანამ სოფელში მცხოვრები 282-ვე დაზარალებულ ოჯახის კომპენსაცია არ მოხდება. აქციის ერთ-ერთი მონაწილის გიორგი ოსეფაშვილის თქმით, "ჯორჯიან მანგანეზისგან" მოტყუებას მიჩვეულები არიან, ამიტომ სანამ კომპანია არ განაცხადებს, რომ შუქრუთში მცხოვრებ ყველა დაზარალებულ ოჯახს ზიანს აუნაზღაურებს, მოლაპარაკებებზე არ წავლენ.

"ან უკლებლივ ყველას აუნაზღაურებენ ზარალს, ან წავლენ აქედან. არც კი განვიხილავთ აქციების შეწყვეტას, სანამ ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება", - ამბობს გიორგი ოსეფაშვილი. 

შუქრუთელები უკვე მეათე დღეა "ჯორჯიან მანგანეზის" წინააღმდეგ აქციებს მართავენ. ისინი ჩივიან, რომ მადნის მოპოვებითი სამუშაოები მათ სახლებს, საკარმიდამო ნაკვეთებსა და მიცვალებულთა საფლავებს აზიანებს, ამიტომ კომპანიისგან მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ითხოვენ. მოთხოვნების დაკმაყოფილების მოთხოვნით მათ პროტესტი გასული წლის სექტემბერში დაიწყეს. აქციები გაგრძელდა ნოემბერშიც, როდესაც შუქრუთში მდებარე ყველა მაღაროს შესასვლელი ერთ კვირაზე მეტხანს ჰქონდათ პარალიზებული.

მათ საპროტესტო აქციები მას შემდეგ შეწყვიტეს, რაც "ჯორჯიან მანგანეზის" წარმომადგენლები დაზიანებული სახლების კომპენსაციის გადახედვას დაჰპირდნენ. ადგილობრივები "ჯორჯიან მანგანეზს" შეთანხმების რამდენჯერმე დარღევაში ადანაშაულებენ.


ამავე თემაზე:

"არ ვაპირებთ გაჩერებას" - მოსახლეობამ "ჯორჯიან მანგანეზის" წინააღმდეგ პროტესტი განაახლა

სოფელი, რომელიც შესაძლოა ჩაიძიროს (ფოტო/ვიდეო)
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.