ახალი ამბები
„პროტესტი მასშტაბურ ხასიათს მიიღებს“ - ტყიბულელი მეშახტეების გაფიცვა გრძელდება
FaceBook

ტყიბულში, ძიძიგურის შახტში დასაქმებულები პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ.


ისინი დღესაც შახტის შესასვლელში იმყოფებიან და მუშაობაზე უარს აცხადებენ. გაფიცულ მუშებს 24 თებერვალს, მას შემდეგ რაც ტერიტორია ჟურნალისტებმა დატოვეს, კომპანიის წარმომადგენლები შეხვდნენ, თუმცა, მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა. შახტში დასაქმებული ირაკლი ჩიხლაძე ამბობს, რომ მიხეილ სოცკიმ შეხვედრაზე იგივე გაიმეორა, რაზეც მედიასთან ისაუბრა, შესაბამისად, მეშახტეებისთვის არაფერი შეცვლილა.


„ისევ გვეუბნება ბაგირი უნდა შევამოწმოთ და ორი-სამი თვე გვჭირდებაო. ისევ მინდელის შახტში გადაყვანაზეა საუბარი, რაზეც ჩვენ უარს ვაცხადებთ. არც ერთი მეშახტე  არ არის თანახმა მინდელში გადასვლაზე. დღეს ძალიან ცივა და ეს ცოტა ხელს გვიშლის, მაგრამ ხვალიდან კიდევ უფრო მასშტაბური გახდება ჩვენი აქცია. ვფიქრობთ,  მინდელის მეშახტეებიც შემოგვიერთდებიან“,-ამბობს ირაკლი ჩიხლაძე.


მისი თქმით, გარდა იმისა, რომ სხვა შახტში დროებით გადასვლის შემთხვევაში, ძირითადი სამუშაო ადგილების დაკარგვის ეშინიათ, თუ მინდელის შახტში გადავლენ, მათ ე.წ. სავენტილაციო ზონის გავლით მოუწევთ ახალ სამუშაო ადგილზე მისვლა, რაც სიცოცხლისთვის სახიფათოა.


„თუ მინდელის  შახტში გადავალთ, იქ უნდა ვიაროთ სავენტილაციო ზონის გავლით. ეს არის მინდელის და ძიძიგურის შახტების დამაკავშირებელი დერეფანი, რომლის საშუალებითაც ხდება შახტების განიავება, რადგან იქ გროვდება დიდი რაოდენობით co, რაც საშიშია სიცოცხლისთვის. იქ სიარული  შეიძლება ერთჯერადად და არა ყოველდღე. გარდა ამ საფრთხისა, ეს სავენტილაციო ზონა, რომელიც არის  სამი კილომეტრი, უნდა გავიაროთ ფეხით,  ანუ გამოდის, რომ შახტში ჩასვლა-ამოსვლისთვის ჯამში ექვსი კილომეტრის ფეხით გავლა მოგვიწევს“,-ამბობს ირაკლი ჩიხლაძე.


ტყიბულის ძიძიგურის შახტში დასაქმებულები 24 თებერვალს გაიფიცნენ. ისინი ახალი ინვესტორის, უკრაინული კომპანია „coal of gerogia”-ს შეთავაზებას,  მინდელის შახტში გადაყვანის შესახებ,  არ ეთანხმებიან. გაფიცულები ამბობენ, რომ კომპანიას სინამდვილეში ძიძიგურის შახტის დახურვა აქვს გადაწყვეტილი და ამისთვის მიზეზებს ეძებს.

„coal of gerogia”-ს დირექტორი მიხეილ სოცკი შახტში სამუშაო პროცესის დროებით შეჩერებას და დასაქმებულების სხვა სამუშაო ადგილზე გადაყვანას ობიექტზე ტექნიკური რემონტის საჭიროებით ხსნის და აცხადებს, რომ შახტის დახურვას და  თანამშრომლების შემცირებას არ აპირებს.


2019 წლის ნოემბრიდან ტყიბულის შახტებში ახალი კომპანია "Coal of Georgia" ოპერირებს. ქვანახშირის მომპოვებელი საწარმოები, ყოფილმა ინვესტორმა "ჯი აი ჯი" ჯგუფმა,  მას შემდეგ დატოვა, რაც 1000-მდე მეშახტის წინაშე მილიონიანი ვალი დაუგროვდა.
შახტებიდან კომპანიის გასვლას წინ მასშტაბური საპროტესტო აქციები  უძღოდა. საბოლოოდ, მეშახტეების ხელფასი ახალმა კომპანიამ გაისტუმრა და შახტები გადაიბარა.


ამავე თემაზე:


ტყიბულში მეშახტეები გაიფიცნენ

ტყიბულის შახტის მფლობელის პირველი კომენტარი გაფიცვაზე

 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.