ქუთაისიპოსტის ინფორმაციით, ქუთაისის მერია, შესაძლოა, მთავრობის სახლის ყოფილ შენობაში გადავიდეს.
„ამ საკითხზე მიმდინარეობს მსჯელობა, თუ რა ფუნქცია უნდა მოეძებნოს შენობას. მათ შორის, ერთ-ერთ ვერსიად განიხილება იქ ქუთაისის მერიის გადასვლა, თუმცა, ჯერჯერობით, გადაწყვეტილება მიღებული არ არის“,- განუცხადა ქუთაისიპოსტს საპარტნიორო ფონდის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა, ნინო ქვარიანმა.
ინფორმაციას არ ადასტურებენ ქუთაისის მერიაში და აცხადებენ, რომ ამის შესახებ მათთვის ცნობილი არ არის.
ქუთაისის
მერიის ადგილმდებარეობის შეცვლისა და შენობის გაყიდვის
შესახებ, ინფორმაცია
რამდენჯერმე გავრცელდა. ერთ-ერთ ვერსიად პარლამენტის ყოფილი შენობა
განიხილებოდა, თუმცა, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ შენობა,
შესაძლოა, გაიყიდოს, რაც არ დაადასტურეს ეკონომიკის
სამინისტროში. არსებობდა ვარაუდიც, რომ მერიის თანამშრომლებს
აუდიტის სამსახურის შენობაში გადაიყვანდნენ.
ამავე თემაზე:
ქუთაისის მერია ადმინისტრაციული შენობის შესაძლო გასხვისებაზე
ხუთი უწყება, რომელიც ქუთაისს წაართვეს
(ვიდეო)
"მერიის
შენობა ამ წუთში არ იყიდება“ - ქუთაისის
მერი
მასალის გამოყენების პირობები