ახალი ამბები
კაცზე, რომელმაც ცოლი მოკლა, შემაკავებელი ორდერი იყო გაცემული
FaceBook
სამტრედიაში ყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრალდებულ გიგა აბრალავას გამოძიება შემაკავებელი ორდერის შეუსრულებლობასაც ედავება.

ბრალდებულის  ადვოკატი, პავლე კაკაბაძე ქუთაისიპოსტთან საუბარში განმარტავს, მისი დაცვის ქვეშ მყოფს შემაკავებელი ორდერი ოთხი თებერვლიდან ოთხ მარტამდე ჰქონდა გამოწერილი.
ადვოკატის მტკიცებით, მანამდე გიგა აბრალავაზე შემაკავებელი ორდერი გაცემული არ ყოფილა. 

ადვოკატი გვიყვება, რომ დაახლოებით ერთი თვის წინ, მამასთან მყოფი ბავშვების  წამოსაყვანად მისულ ყოფილს ცოლს პოლიციის გამოძახება დასჭირდა. 

"მათ კამათი, ძირითადად,  ბავშვების გამო ჰქონდათ. იმ დღეს არ ატანდა შვილებს. ამას მოჰყვა კამათი და შემაკავებელი ორდერის გამოწერაც. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დანაშაულს აღიარებს. არის ძალიან ცუდ მდგომარეობაში და ამბობს რომ დროის უკან შემობრუნება რომ შეეძლოს ამ ფაქტს არ ჩაიდენდა", - ამბობს ადვოკატი, პავლე კაკაბაძე. 

გიგა აბრალავამ სამტრედიაში, სამოქალაქო რეესტრის შენობაში ცოლს ყელი, მიმდინარე წლის 18 თებერვალს, გამოჭრა. დამნაშავე, 1992 წელს დაბადებული გიგა აბრალავა  სამტრედიაში, ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ცხელ კვალზე, მოქალაქეთა მომსახურების დარბაზშივე დააკავეს. მას წინასწარი პატიმრობა 20 თებერვალს შეეფარდა. მირიგი სასამართლო პროცესი აპრილშია ჩანიშნული. 

მკვლელობაში ბრალდებულის საქმეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, ნიკოლოზ მარგველაშვილი განიხილავს. მოსამართლის თქმით, ბრალდებულის მხრიდან მოწმეებზე ზეგავლენის, მტკიცებულებების განადგურების და ქვეყნის დატოვების რისკები არსებობს.

პროკურატურის მონაცემებით, 2014-2018 წლებში 135 ქალის მკვლელობის ფაქტი დაფიქსირდა (აქედან 3 თვითმკვლელობამდე მიყვანა), საიდანაც 64 შემთხვევაში გამოიკვეთა ოჯახური დანაშაული (აქედან 2 თვითმკვლელობამდე მიყვანა), ხოლო 71 შემთხვევაში სხვა მოტივი (აქედან 1 თვითმკვლელობამდე მიყვანა). ასევე, ამავე წლებში 69 მკვლელობის მცდელობის ფაქტი დაფიქსირდა (აქედან 5 თვითმკვლელობის მცდელობამდე მიყვანა), საიდანაც 46 შემთხვევაში ადგილი ჰქონდა ოჯახური ნიშნით დანაშაულის ჩადენას (აქედან 5 თვითმკვლელობის მცდელობამდე მიყვანა), ხოლო 23 საქმეში გამოიკვეთა სხვა მოტივი.

2019 წლის 10 თვის მონაცემებით (იანვარი-ოქტომბერი) სულ 16 ქალის მკვლელობის ფაქტი დაფიქსირდა (აქედან 1 თვითმკვლელობამდე მიყვანა), საიდანაც 9 შემთხვევაში გამოიკვეთა ოჯახური დანაშაულის ნიშანი (აქედან 1 ქმრის მიერ ცოლის თვითმკვლელობამდე მიყვანა), 7 შემთხვევაში სხვა მოტივი. 2019 წლის 10 თვის მონაცემებით, 16 ქალის მკვლელობის მცდელობის ფაქტი დაფიქსირდა, საიდანაც ოჯახური ნიშანი გამოიკვეთა 12 შემთხვევაში, სხვა მოტივი - 4 შემთხვევაში.

სახალხო დამცველის აპარატის შეფასებით, კვლევის შედეგების მიხედვით, იკვეთება, რომ სტატისტიკის ერთიანი მეთოდოლოგიის არ არსებობის გამო, უწყებების მიერ ქალთა გენდერულ მკვლელობებთან დაკავშირებული სტატისტიკა ხშირად ეწინააღმდეგება ან არ ემთხვევა ერთმანეთს, რაც თავის მხრივ ართულებს უწყებებს შორის კოორდინაციას. აღნიშნულის გათვალისწინებით, ანგარიში არ ასახავს რაოდენობრივი კვლევის შედეგებს და მასში მოყვანილი სტატისტიკური ინფორმაცია მიღებულია სასამართლოებიდან გამოთხოვილი ინფორმაციის შედეგად.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.