ახალი ამბები
კომპანიას, რომლის მშენებლობაზეც ობიექტი ჩამოიშალა, გაფრთხილება მისცეს
FaceBook

უცხოურ (ჩინური)  კომპანიის წარმომადგენლებს, რომლებიც ​უბისა-შორაპანის მონაკვეთზე ავტომაგისტრალის სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებენ, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე და საგზაო დეპარტამენტის თავმჯდომარე შეხვდნენ.


საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო უბისაში მომხდარ ფაქტს და  მშენებელ კომპანიას შრომის უსაფრთხოების გაუმჯობესების მიმართულებით გაფრთხილება მიეცა.

„როგორც მშენებელ, ასევე ზედამხედველ კომპანიას წარმოვადგენინეთ განმარტებები მომხდარი შემთხვევის შესახებ.  შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვასთან დაკავშირებით, დეპარტამენტის მხრიდან მკაცრად გავაფრთხილეთ კომპანიის წარმომადგენლები. ამასთანავე, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექცია უკვე ატარებს მოკვლევას და ხარვეზების დადგენის შემთხვევაში უმკაცრესად დაისჯება ყველა პასუხისმგებელი პირი",  -განაცხადა საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ირაკლი ქარსელაძემ.


საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინიციატივით, მონიტორინგი განხორციელდება რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებელი სხვა კომპანიების სამშენებლო მოედანზეც, რათა დასაქმებულთა უსაფრთხოება და შრომის პირობები მაქსიმალურად იყოს დაცული.

რაც შეეხება რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოებს, სამშენებლო პროცესი არ შეფერხებულა და გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.


რიკოთის უღელტეხილზე, უბისასთან, ავტომაგისტრალის სამშენებლო სამუშაოების დროს, ობიექტი, მიმდინარე წლის 14 თებერვალს, ჩამოიშალა.

შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.

პროფკავშირის თავმჯდომარე, ვიტალი გიორგაძე ქუთაისიპოსტთან საუბარში ამბობს, რომ ობიექტი, სავარაუდოდ, სამშენებლო ნორმების დარღვევით იყო აშენებული.

"სავარაუდოდ, არ იყო სამუშაოები სწორად შესრულებული", - ამბობს ვიტალი გიორგაძე. მისი თქმით, შენობაში, სადაც შემთხვევა მოხდა, მუშები ძირითადად, შედუღებით სამუშაოებს აწარმოებდნენ.

უბისასთან ავტომაგისტრალის სამშენებლო სამუშაოებს ჩინური კომპანია "ჩინეთის გზებისა და ხიდების მშენებლობის ჯგუფი" ახორციელებს.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.