ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ
მუხურაში, დიდთოვლობის გამო ამ დრომდე ჩაკეტილია
უბნები.
სოფელში, სადაც თოვლმა 2.30
მეტრს გადააჭარბა, 1500 ადამიანი საკუთარი ძალებით გაჭრილი
გვირაბებით გადაადგილდება.
უხმა ნალექმა მუხურაში ჩახერგა გზები და საცხოვრებელი
სახლების ჭიშკრები
თოვლმა სახლების პირველი სართული
დაფარა
სოფელში გადაადგილება
უჭირს ავტოსატრანსპორტო საშუალებებსაც
,,საჭიროება რომ დადგეს უბანში ვერ შემოვა სასწრაფოს
მანქანა," - ამბობენ ადგილობრივები
მუნიციპალიტეტის სპეციალურმა სამსახურმა სოფელში მხოლოდ
ცენტრალური გზები გაწმინდა
დიდთოვლობასთან გამკლავებას მოსახლეობა საკუთარი ძალებით
ცდილობს
მუხურა ტყიბულის მუნიციპალიტეტის ერთადერთი სოფელია,
რომელიც მაღალმთიანი
რეგიონის ზონას ეკუთვნის
დიდთოვლობის დროს შექმნილი
პრობლემების გადაწყვეტას ადგილობრივები
ალტერნატიული გზის მუხურა-მუჯირეთის
მშენებლობაში ხედავენ.
,,მუხურას უკავშირდება ორი გზა: ერთი,
რომელიც ახლა არის გამოყენებაში და უღელტეხილზე მდებარეობს, ზღვის
დონიდან 1200 მეტრზე და მეორე - მუხურა-მუჯირეთის გზა, რომელიც
მუხურას თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ მუჯირეთთან აკავშირებს. ეს
გზა მიდის დაბლობისკენ, სამხრეთით და მდინარე ძუსას ხეობას მიუყვება.
შესაბამისად, ამ მხარეში არასდროს თოვს ისე, რომ გზაზე
გადაადგილების პრობლემა შეიქმნას. ეს გზა თუ დაიგება, მუხურა მუდმივად
დაუკავშირდება გარესამყაროს,"
- ამბობს ახალგაზრდული მოძრაობა "ძლიერი მუხურას"
დამფუძნებელი, ცოტნე აბესაძე.
მისივე თქმით, მოსახლეობა
პროექტის განხორციელებას
2019 წლიდან ითხოვს.
,,დაგვპირდნენ, რომ ზაფხულიდან დაიწყება გზის მშენებლობა. თუ დანაპირები არ
შესრულდება, მაშინ ჩვენ ვაანონსებთ აქციებს,"
- ამბობენ მუხურაში მცხოვრებლები.
ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, რომ მუხურა-მუჯირეთის გზის მშენებლობაზე მოლაპარაკებები
ამ დრომდე მიმდინარეობს.
ფოტოები მოგვაწოდა
,,ახალგაზრდული მოძრაობა ძლიერი მუხურას" დამფუძნებელმა ცოტნე
აბესაძემ.
მასალის გამოყენების პირობები