იმერეთის რამდენიმე სოფელში ძლიერმა თოვამ
ელექტროენერგიის გადამცემი ხაზები დააზიანა.
შედეგად, აბონენტების ნაწილი დენის
გარეშეა დაჩენილი. მაღალმთიან სოფლებში თოვლის საფარმა უკვე ერთ მეტრს
გადააჭარბა, ხოლო დაბლობში 50 – 60 სმ. - ს მიაღწია. ყველაზე
რთულ, მუხურა-ტყიბულის მონაკვეთზე გადაადგილება დაბალი
გამავლობის სატრანსპორტო საშუალებებისთვის შეზღუდულია.
იმერეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის
ინფორმაციით, მხარის 12-ვე მუნიციპალიტეტში მობილიზებულია სპეციალური
ტექნიკა და ინტენსიურად მიმდინარეობს გზების გაწმენდითი
სამუშაოები.
შესაბამისი სამსახურები მუშაობენ ენერგომომარაგების შეზღუდვით
გამოწვეული პრობლემის აღმოსაფხვრელად.
მასალის გამოყენების პირობები