ახალი ამბები
ბიჭს, რომელმაც ძაღლი თავისი სვიტერით გაათბო, სწავლას დაუფინანსებენ
FaceBook
ნიკუშა მელნიკოვს, რომელმაც ერთი თვის წინ თავისი სვიტერი ძაღლს დაუთმო, ქუთაისის უნივერსიტეტი სწავლას დაუფინანსებს.

ქუთაისის უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ ნიკუშა მელნიკოვს ვეტერინარობის სპეციალობაზე სწავლა ევროპის უნივერსიტეტში 50%-ინი დაფინანსებით შესთავაზა. 

ახალგაზრდამ თავის მომავალ პროფესიაზე ქუთაისიპოსტთან ვიდეოინტერვიუში ისაუბრა. ის ჩვენთან საუბარში ამბობდა, რომ ვეტერინარობაზე ოცნებობდა, თუმცა ფინანსური პრობლემების გამო, სწავლას ვერ ახერხებდა.

მოზარდით  მას შემდეგ დავინტერესდით, რაც სოციალურ ქსელში ვიდეო გავრცელდა, სადაც მან მიუსაფარ ძაღლს სვიტერი დაუთმო.
ნიკა, ამბობს, მისთვის სწავლის დაფინანსების შეთავაზება მოულოდნელი არის და აუცილებლად გამოიყენებს ამ შესაძლებლობას. 

"ეს არის სიურპრიზი, რომელმაც მოულოდნელად შეცვალა ჩემი ცხოვრება. თავდაპოირევალდ სიხარულისგან გავჩუმდი  და უცნაურად ვუყურებდი მათ. რა თქმა უნდა, ვისარგებლებ ამ შანსით და ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ გავამართლო ყველას იმედი და შესაძლოა ისიც, რომ საკუთარი კლინიკაც გავხსნა თავშესაფართან ერთად, სადაც ცხოველები უსაფრთხოდ იქნებიან და არ იგრძნობენ თავს იმ ადამიანების მიერ დაჩაგრულად რომლებმაც მიატოვეს. მინდა მადლობა გადავუხადო ქუთაისის უნივერსიტეტს, ძალიან დიდი საჩუქარია და თავს ცოტა უხერხულად ვგრძნობ ძაღლის დახმარების გამო ამხელა საჩუქარი რომ გამიკეთეს. ეს ყველაფერი, ქუთაისიპოსტის დამსახურებაცაა", - ამბობს ნიკა მელნიკოვი. 

ქუთაისის უნივერსიტეტში განმარტავენ, რომ მისი სწავლის  დაფინანსების სურვილი  ნიკუშას ვიდეოს ნახვის შემდეგ  გაუჩნდათ. 

"ჩვენ ევროპის უნივერსიტეტში  ნიკუას სწავლის ღირებულების 50% -ს გადავიხდით", - ამბობს ქუთაისის უნივერსიტეტის    საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი, გაგა ჩიხლაძე. 


22 წლის ნიკა მელნიკო სენაკიდანაა. . უკვე მეოთხე  თვეა ოჯახთან ერთად ქუთაისში ცხოვრობს და ამჟამად სუპერმარკეტში მუშაობს.



ამავე თემაზე:

ძაღლზე მზრუნველი უცნობი ქუთაისიპოსტმა იპოვა (ვიდეო)







Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.