მთავრობის დაპირებიდან თითქმის სამი წლის შემდეგ, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან სარკინიგზო ხაზის მოწყობა ეკონომიკის მინისტრმა დააანონსა.
ნათია თურნავას თქმით, პროექტი, რომლითაც აეროპორტი საქართველოს რკინიგზას დაუკავშირდება, უკვე დამტკიცებულია.
"იქნება პერიოდული მიმოსვლა სადგურსა და აეროპორტს შორის. იქნება ძალიან სწრაფი, ძალიან ეფექტური მიმოსვლა, სულ 1,5 კმ მონაკვეთია. ეს შატლები დახვდება მგზავრებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში და მიიყვანს „საქართველოს რკინიგზის“ განახლებულ სადგურამდე”, - განაცხადა თურნავამ.
ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ქუთაისის
აეროპორტთან სარკინიგზო ხაზის მოწყობა 2017 წლის 3 აპრილს დააანონსა.
"მინდა ჩავრთო ღილაკი, რომლითაც ჩაირთვება მრიცხველი და მაქსიმუმ ერთ წელიწადში ეს სარკინიგზო ბაქანი ამოქმედდება", - განაცხადა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა სამი წლის წინ პროექტის პრეზენტაციაზე.
მასალის გამოყენების პირობები