ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით,
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო
ახალაშენებულ კორპუსებში ბინას 140 დევნილ ოჯახს, გრძელვადიანი
განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად გადასცემს, დამატებით, 420
იძულებით გადაადგილებული ოჯახისთვის, 6 კორპუსის სამშენებლო
სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც 2021 წლის პირველ ნახევარში
დასრულდება.
განაცხადების მიღების პროცესი 3 თებერვალს დაიწყო და 17 თებერვლამდე გაგრძელდება, დევნილი ოჯახები განაცხადებს, ქვეყნის მასშტაბით, იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალში შეავსებენ
მასალის გამოყენების პირობები