ახალი ამბები
"ინვესტორი მზადაა თანხა ჩადოს, მაგრამ პროცესი მერიაში ჭიანურდება" - "ტორპედოს" ფანკლუბი
FaceBook
საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" გულშემატკივრები,  ქუთაისის მერიას მოუწოდებენ, იტალიელ ინვესტორთან ხელშეკრულების გაფორმების პროცესი დააჩქაროს.
მათ ამ მოთხოვნით ქუთაისის მერიის წინ საპროტესტო აქცია გამართეს. ფანკლუბის წევრები აცხადებენ, რომ სოციალური ქსელის საშუალებით კომუნიკაცია ჰქონდათ ფაბიო მანინთან, რომელიც კლუბში ინვესტიციის განხორციელების მზაობას გამოთქვამს.

"ვესაუბრეთ ინვესტორს და მან თქვა, რომ მზად არის ინვესტიციის ჩასადებად. აქვს ძალიან დიდი მოლოდინი, მაგრამ პროცესი ჭიანურდება. სამ თებერვლამდე აქვს კლუბს ვადა დავალიანების დასაფარად, წინააღმდეგ შემთხვევაში მეოთხე ლიგაში დაქვეითება მოუწევს", - ამბობს "ტორპედოს" ადმინისტრაციის თანამშრომელი ბაქარ მელაძე.


აქციის მონაწილეებს მერიის იურისტმა უპასუხა. ირაკლი გიორგაძე მოლაპარაკებების გაჭიანურებას ცალსახად არ ადასტურებს, თუმცა, ამბობს რომ პროცესში რამდენიმე ხელისშემშლელი ფაქტორია, მათ შორის,  ყოფილი ინვესტორის, ზაალ ჩაჩავას მიერ კლუბის წინაშე 1 200 000 ლარიანი დავალიანება, რომელიც ჩაჩავამ უკვე აღიარა, თუმცა, ვალი ამ დრომდე არ გადაუხდია. გარდა, აღნიშნული თანხისა, კლუბს ფეხბურთელებისა და ადმინისტრაციის ორ მილიონამდე სახელფასო ვალიც აქვს, რომლის გადახდის ვალდებულებასაც მერიის ინფორმაციით,  ახალი ინვესტორი იღებს, თუმცა, მერიის იურისტი ვერ ამბობს გადაიბარებს თუ არა ფაბიო მანინი "ტორპედოს" იმ შემთხვევაში, თუ ჩაჩავა 1 200 000 ლარიანი დავალიანება არ გაისტუმრებს.

მერიასა და ინვესტორს შორის მოლაპარაკებების შეფერხების რეალური მიზეზი, სავარაუდოდ, სწორედ აღნიშნული თანხაა.
ირაკლი გიორგაძე პირობას დებს, რომ "ტორპედოს" საკითხი სალიცენზიო ვადის ამოწურვამდე, სამ თებერვლამდე გადაწყდება.

ქუთაისის „ტორპედო“ რამდენიმე  თვეა ინვესტორის გარეშეა.  ზაალ ჩაჩავამ, რომელმაც კლუბი 2017 წელს, აუქციონზე 300 000 ლარად შეიძინა, გუნდი ფინანსური კრიზისის გამო დატოვა.

ქუთაისის მერია კვლავ პოტენციურ ინვესტორთან მოლაპარაკებაზე საუბრობს. 

"ტორპედოს" ადმინისტრაციაში ჯერ კიდევ ორი კვირის წინ მერიაზე დაყრდნობით აცხადებდნენ, რომ იტალიელ ინვესტორთან ფაბიო მანინთან შეთანხმება მიღწეული იყო და ხელშეკრულება რამდენიმე დღეში უნდა გაფორმებულიყო.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.