ქუთაისის საფეხბურთო კლუბ „ტორპედოს“ გასხვისებასთან დაკავშირებით შეთანხმება მიღწეული ისევ არ არის.
„მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომლის დასრულების შემდეგ გაცნობებთ
ინფორმაციას. ინვესტორი მეორედ ჩამოვიდა უკვე, იქნება მასთანაც
შეხვედრა. ყველა ვმუშაობთ იმაზე, რომ ეს საკითხი დადებითად
გადაწყდეს. სენსიტიური თემაა, საკმაოდ რთულია მოძებნო
ინვესტორი, რომელიც რამდენიმე მილიონს განახორციელებს ქალაქში“, -
განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.
"ტორპედოს" ადმინისტრაციაში ჯერ კიდევ ორი კვირის წინ მერიაზე
დაყრდნობით აცხადებდნენ, რომ იტალიელ ინვესტორთან ფაბიო
მანინთან შეთანხმება მიღწეული იყო და ხელშეკრულება რამდენიმე დღეში
უნდა გაფორმებულიყო.
მასალის გამოყენების პირობები