ქუთაისის სახელმწიფო თეატრების (ლადო მესხიშვილის პროფესიული დრამატული თეატრი, ოპერის თეატრი და თოჯინების თეატრი) ბიუჯეტი გაიზარდა.
ზრდა ძირითადად სახელფასო ფონდს შეეხო.
ქუთაისის ოპერის თეატრის ბიუჯეტი 313, 200 ლარით გაიზარდა და 1 263 200 შეადგინა.
თეატრში ამბობენ, რომ განათლებისა და კულტურის სამინისტრომ შესაძლებელია კომუნალური ხარჯებიც აიღოს საკუთარ თავზე და ეს თეატრისთვის დიდი შეღავათი იქნება.
ასევე, გაიზარდა მესხიშვილის თეატრის ბიუჯეტიც, რომელმაც 1 135 000 - მდე ლარი შეადგინა.
თუმცა ამაში არ შედის სადადგმო ხარჯები. მათი მოპოვება თეატრს თავად მოუწევს.
თოჯინების თეატრისც ბიუჯეტსაც დაემატა 52 800 ლარი და ჯამში 302 800 გახდა.
მასალის გამოყენების პირობები