რეგიონალური განვითარების ფონდი "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში" იმერეთში ჯამში 1042 პროექტს დააფინანსებს.
11 მუნიციპალიტეტზე თანხა უკვე გადანაწილდა.
ჯამში, იმერეთში სოფლის მცირე ინფრასტრუქტურული პროექტების
განსახორციელებლად 7 438 000 ლარი დაიხარჯება.
2020 წელს, "სოფლის მხარდაჭერის პროგრამა" 40 მილიონი ლარით დაფინანსდა. რეგიონული განვითარების ფონდი მუნიციპალიტეტების სოფლებში 4800-მდე პროექტს განახორციელებს.
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ 2018 წლამდე ყოველწლიურად
ხორციელდებოდა, თუმცა, ორი წლის წინ შეწყდა, გასულ წელს კი ისევ
აღდგა.
პროგრამის მიზანს სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარება წარმოადგენს. მთავარი პრინციპი კი იმაში მდგომარეობს, რომ განსახორციელებელი პროექტები სოფლის კრებებზე თავად ადგილობრივებმა უნდა შეარჩიონ.
მასალის გამოყენების პირობები