ქუთაისში, 19 იანვარს ერთ-ერთ კომპანიაში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნილია.
პოლიციამ წარსულში ნასამართლევი სამი პირი ცხელ კვალზე დააკავა.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები, ილია ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ერთ-ერთი კომპანიის ოფისში შეიჭრნენ და თანამშრომელ ქალს ბლაგვი საგნის გამოყენებით თავის არეში დაზიანება მიაყენეს. მძარცველებმა პირის კუთვნილი ოქროს სამკაულები და კომპანიის ფული - 1 500 ევრო გაიტაცეს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
დაშავებული ქალი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
სამართალდამცველებმა გატაცებული თანხის ნაწილი და ოქროს სამკაულები ნივთმტკიცებად ამოიღეს.
მასალის გამოყენების პირობები