19 იანვარს მართლმადიდებლური კალენდრის მიხედვით ნათლისღების დღესასწაული აღინიშნება.
ის ერთ-ერთია 12 საუფლო დღესასწაულს შორის.
სახარების მიხედვით, ეს დღესასწაული მდინარე იორდანეში იოანე ნათლისმცემლის მიერ მაცხოვრის ნათლისღებას-მონათვლას უკავშირდება, რა დროსაც იესოზე სულიწმინდა მტრედის სახით გადმოვიდა. ეს უფლის მიერ იესოს ძედ გამოცხადების სიმბოლოდ ითვლება.
დღევანდელ დღესთან დაკავშირებით საქართველოს ყველა მოქმედ ეკლესიაში საზეიმო წირვა ტარდება. წირვის შედეგ ეკურთხება დიდი აიაზმა, ნაკურთხ წყალს კი მრევლს ურიგებენ.
მასალის გამოყენების პირობები