ქუთაისში, ნიკეას შემოსასვლელში
დროშის აღსამართად მეექვსედ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულ
კომპანია "ნიუ იბერიაში" ამბობენ, რომ სამუშაოების შემაფერხებელი
გარემოება არ არსებობს.
კომპანიის დირექტორი, მანანა მარუაშვილი იმედოვნებს, რომ დროშის
აღმართვის იდეა ამჯერად მაინც გამოვა.
"მე ვნახე ამ ტენდერის ისტორია და ვიცი უკვე ყველაფერი. ამიტომ,
გამოწვევა დიდია და ვეცდებით გამოგვივიდეს. ქუთაისში ერთი დროშა უნდა
დავკიდოთ, სხვანაირად არ გამოვა", - ამბობს მანანა მარუაშვილი.
მისი თქმით, ადგილზე სამუშაოები უახლოეს დღეებში, მას შემდეგ
დაიწყება, რაც პროექტის ავტორს შეხვდება და დეტალებს გაეცნობა.
ქუთაისის მერიამ,
კომპანია, რომელიც ქალაქის ერთ-ერთ მთავარ შემოსასვლელში დროშას
აღმართავს, მხოლოდ მეექვსედ გამოცხადებული ტენდერით შეარჩია. სამუშაოებს 49 959 ლარად შპს „ნიუ
იბერია“ შეასრულებს.
მასალის გამოყენების პირობები