ამერიკული რესტორნების ქსელის "ვენდისის" ერთ-ერთი რესტორანი
ქუთაისში, პირველი საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე შენდება.
მშენებლობას შპს "დიზაინ ბიურო" ახორციელებს "ვისოლ ჯგუფის" დაკვეთით,
რომელთანაც 2012 წელს ცნობილმა ამერიკული რესტორნების ქსელმა გააფორმა
ხელშეკრულება.
ქუთაისის მერიის არქიტექტურის განყოფილებაში ამბობენ, რომ ობიექტის
პროექტი დამკვეთმა შეცვალა.
"ძირითადად, შეიცვალა ფერი და გარე ფასადის დიზაინი. ჩვენი სურვილი
იყო პირველი სკოლის სიმაღლეს გატოლებოდა, მაგრამ არ გამოვიდა ასე," -
განაცხადა მერიის არქიტექტურის განოყოფილების უფროსმა, ბაქარ
ჭეიშვილმა.
"ვედისის" და "დანკინ დონატსის" საზკვების ობიექტის ორსართულიანი
შენობის მშენებლობა, თავისივე მიწისქვეშა სადგომით, წლის ბოლოსთვის
დასრულედება.
დეა მანაგაძე
მასალის გამოყენების პირობები