ახალი ამბები
"ალბათ, სანთელი დარჩათ ანთებული" - წყალტუბოში მომხდარი ტრაგედიის დეტალები
FaceBook

წყალტუბოში, სანატორიუმ "მეგობრობაში" გაჩენილი ხანძრის შედეგად გარდაცვლილი ორი ქალბატონის ცხედარი, იმავე შენობაში, სხვა ოთახში გადაასვენეს.


ხანძრის გამომწვევი ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, მეზობლების ვარაუდით, 70 წლმადე ასაკის ქალბატონებს ღამით სანთელი დარჩათ ანთებული. მათი თქმით, მოხუცებს, რომლებიც ძირითადად ერთად ცხოვრობდნენ, ერთ კვირაზე მეტია ელექტროენერგია გათიშული ჰქონდათ.

"ღამის სამი საათი იქნებოდა, სახანძროს ხმამ გაგვაღვიძა. გარეთ რომ გამოვედით, ორივე დამწვარი იყო უკვე. თავიანთი ოთახები ჰქონდათ, მაგრამ აფხაზეთიდან მოყოლებული მეზობლები იყვნენ და აქაც ერთად ცხოვრობდნენ. ახალ წლამდე რამდენიმე დღით ადრე გაუთიშეს დენი. 31-შიც არ ჰქონდათ. სანთელს ანთებდნენ საღამოობით და ალბათ დარჩათ", -ამბობს სანატორიუმის ერთ-ერთი მცხოვრები.

როგორც "ენერგო პრო ჯორჯიაში" ქუთაისიპოსტს განუცხადეს, მოხუცებს ელექტროენერგია დავალიანების გამო ჰქონათ გათიშული. გარდაცვლილთაგან ერთ-ერთს ოჯახის წევრები არ ჰყავდა, მეორეს კი ორი შვილიშვილი დარჩა.








წყალტუბოს მერიაში აცხადებენ, რომ გარდაცვლილების დაკრძალვის ხარჯებს ადგილობროვი მუნიციპალიტეტი დაფარავს.

ადგილზე იმყოფებოდა დევნილთა სამინისტროს წარმომადგენელი, გიორგი ქორიძე, რომლის გამოჩენასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. სანატორიუმის მცხოვრებმა ჯონი ახვლედიანმა სამინისტროს წარმომადგენელი უყურადღებობაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ შენობა, სადაც 20-ზე მეტი ოჯახი ცხოვრობს, წლებია ამორტიზებულია, მაგრამ უწყება პრობლემაზე არ რეაგირებს.

გიორგი ქორიძეს არ დაუკონკრეტებია როდის დააკმაყოფილებს დევნილთა სამინისტრო სანატორიუმ "მეგობრობაში" მცხოვრებლებს საცხოვრებელი ფართით, თუმცა, განაცხადა რომ წყალტუბოსა და ქუთაისში დევნილებისთვის კორპუსები შენდება, სადაც ბინას 2000-მდე ოჯახი მიიღებს. რაც შეეხება ხანძრის შედეგად ერთ-ერთი გარდაცვლილის ოჯახს, გიორგი ქორიძის თქმით, სამინისტრო შეისწავლის მათი საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხს და ამის შემდეგ გადაწყვეტს, გადასცემს თუ არა ალტერნატიულ ფართს.

ყოფილი სანატორიუმის შენობაში 25-დე  დევნილი ოჯახი ცხოვრობს. 



 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.