ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების თეატრში სარეკონსტრუქციო სამუშაოები დასრულდა.
გარემონტდა თეატრის მთელი შენობა
და ეზო. შეიცვალა განათებისა და გახმოვანების სისტემა.
„ახალ სასცენო სივრცეზე, ახალ განათებასა და გახმოვანების სისტემაზე
უნდა გადაეწყოს ყველა სპექტაკლი. ამას სჭირდება დრო“, - აღნიშნავს
თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ლევან გაბრიჭიძე.
თოჯინების თეატრის შენობისა და ესზოს რეკონსტრუქციის გადაწყვეტილება
2017 წელს მიიღეს.
2018 წელს რემონტისთვის კულტურისა და სპორტის სამინისტრომ 534 650
ლარი გამოყო.
ტენდერი რამდენჯერმე გამოცხადდა. სამუშაოები საბოლოოდ შპს
„ტოჩმა“ განახორციელა.
თეატრის რეკონსტრუქცია 580500 ლარი დაჯდა.
მასალის გამოყენების პირობები