საავტომობილო გზების დეპარტამენტი 2020–2021 წლებში ქუთაისში საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად 10 მილიონ ლარს დახარჯავს.
მომდევნო ორი წლის განმავლობაში
საავტომობილო გზის რეკონსტრუქცია დაგეგმილია 10 ქუჩაზე. მათ შორის,
გზა მოწესრიგდება ავტოქარხნის მარჯვენა დასახლებასა და
ჩხობაძის ქუჩის III შესახვევში, რომელთა ჯამური
სიგრძე 15 920 მეტრია. ასევე, რეაბილიტირდება დავით და
კონსტანტინეს ქუჩის და ლესელიძის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო
გზის 5500 მეტრიანი მონაკვეთი.
საგზაო დეპარტამენტი, 2020 წელს ასევე გეგმავს აღამაშენებლის, წერეთლის, თავისუფლების და საიათნოვას ქუჩების საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას.
მასალის გამოყენების პირობები