დღეს, საქართველოს კათოლიკოს
პატრიარქი, ილია მეორე 87 წლის გახდა.
ილია მეორე სრულიად საქართველოს
პატრიარქად 1977 წლის 23 დეკემბერს აირჩიეს. იგი უკვე 42
წელია ქართულ სამოციქულო ეკლესიას წინამძღოლობს.
ილია II (ერისკაცობაში — ირაკლი გიორგის ძე ღუდუშაური-შიოლაშვილი 1933
წლის 4 იანვარს დაიბადა. 1960 წელს დაამთავრა მოსკოვის სასულიერო
აკადემია. 1957 წელს ბერად აღიკვეცა და ილია ეწოდა. 1957 წელ
ხელდასხმულ იქნა იეროდიაკვნად, 1959 წელს კი მღვდელმონაზვნად.
სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, 1963 წელს დაინიშნა
კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსად, ხოლო 1969 წელს აყვანილ იქნა
მიტროპოლიტის ხარისხში.
2010 წლიდან ილია მეორის წოდება შემდეგნაირად განისაზღვრება:
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მთავარეპისკოპოსი
მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და
ცხუმ-აფხაზეთის.
მასალის გამოყენების პირობები