ახალი ამბები
"გადაურჩინეთ ამ ბავშვებს გუნდი" - "ტორპედოს" აქცია ქუთაისში
FaceBook
ქუთაისის "ტორპედოს" გულშემატკივარებმა 15 წლამდელთა ასაკის ნაკრების ფეხბურთელებთან ერთდ მერიის წინ აქცია გამართეს. 

მათ რვა თვის განმავლობაში გაუცემელი ხელფასების გამო ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯებისკენ მოუწოდეს.

როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, უსახსრობის გამო "ტორპედო"  დასაქმებულთა  დაახლოებით, 90%-მა დატოვა, რაც გუნდის დაშლის ტოლფასია.

"მე ვიცავ ჩემი შვილების მომავალს, ვიბრძვი იმისთვის, რომ ეს ბავშვები არ გახდნენ ტრეფიკინგის მსხვერპლნი. მწვრთნელებს  არ აქვთ ხელფასი და ნორმალურად არაფერი ტარდება. მივმართავ ხელისუფლებას, გადაურჩინეთ ამ ბავშვებს გუნდი, რომ შეძლონ ამ მაისურის ტარება.  ხვალ შეიძლება ისინი ძალიან ღირსეულ ქართველებად იქცნენ,  ნუ დავუშვებთ რომ ქუჩაში დარჩნენ" - ამბობს "ტორპედოს" 15 წლამდელთა ასაკის ნაკრების ერთ-ერთი ფეხბურთელის მშობელი,  გიორგი კუტივაძე.

აქციაზე. ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია მივიდა. მისი თქმით, მოლაპარაკებები დაწყებულია იტალიელ ინვესტორთან და დაახლოებით ერთ კვირაში ინვესტორი ჩამოვა.

"იტალიელ ინვესტორს სურს ტორპედოს ყიდვა.  მერია ვერ დაფარავს ამ ხარჯებს, ვერ ჩაიბარებს გუნდს დავალიანებით. ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში ყველაფერს ვაკეთებთ'' - ამბობს გიორგი ჭიღვარია.

გულშემატკივრის კითხვაზე, რა პასუხისმგებლობას იღებს მერია იმ შემთხვევაში თუ ინვესტორმა კლუბი  არ იყიდა - მერმა უპასუხა, რომ მისი შესაძლებლობების ფარგლებში ყველაფერს გააკეთებს.

"მერია ვალდებულებას არ აიცილებს, სათქმელი ვთქვი, ვისაც არ უნდა არ გაიგებს, '' - ამბობს გიორგი ჭიღვარია.

ქუთაისის „ტორპედო“ ოთხი თვეა ინვესტორის გარეშეა.  ზაალ ჩაჩავამ, რომელმაც კლუბი 2017 წელს, აუქციონზე 300 000 ლარად შეიძინა, გუნდი ფინანსური კრიზისის გამო დატოვა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე
სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.
15:01 / 22.11.2024
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა,
არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი
პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო
დაასახელა.
11:16 / 22.11.2024
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო დაასახელა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.