ქუთაისში ტურიზმის ცენტრში საზეიმო შეხვედრა მოეწყო მათთვის, ვინც შობას 25 დეკემბერს აღნიშნავს.
ტურიზმის ცენტრის მთავარი სტუმრები ქუთაისში მცხორევბი კათოლიკე მრევლი გახლდათ. მათ შობა მიულოცეს როგორც გუბერნიის, ასევე, ქალაქის ხელისუფლების წარმომადგენლებმა.
აღნიშნული შეხვედრა პირველად
ეწყობა და როგორც კათოლიკები ამბობენ პირველად ულოცავენ ასეთი
ფორმით კათოლიკებს შობას ქალაქის ხელისუფალნი და საზოგადოების
წარმომადგენლები.
ღონისძიებაში
მონაწილეობდნენ
ქუთაისის ცენტრალური მუსიკალური სკოლის ბავშვები, რომელთაც საშობაო
სიმღერები შეასრულეს.
„ვმასპინძლობთ ჩვენი
თანამოქალაქეების ნაწილს, რომლებიც დღეს შობას აღნიშნავენ. ჩვენც
ვიზიარეებთ სიხარულს და თანამომაწილეები ვართ ამ ზეიმის,“-
ამბობს ქუთაისის ტურიზმის ცენტრის ხელმძღვანელი ტატო ლილუაშვილი.
„ეს იყო ტურიზმის ცენტრის ინიციატივა, ჩვენთან მოვიდნენ და გაგვიზაირეს მათი აზრი, ჩვენვ სიხარულით დავთანხმდით და მივესალმეთ დიდი გულით. ასეთი ღონისძიება მგონი პირველად არის ჩვენს ქალაქში და ეს სამაგალითო უნდა იყოს სხვა ქალაქებისთვის“, - აღნიშნა ქუთაისის კათოლიკე ეკლესიის ხელმძღვანელმა მამა გაბრიელ ბრაგანტინიმ.
კათოლიკები იმერეთში მე -17
საუკუნეში გამოჩნდნენ და ძლიერ თემად ჩამოყალიბდნენ. მონაწილეობას
იღებდნენ ბევრ საგანმანათლებლო და საქველმოქმედო საქმიანობაში.
მე-19 საუკუნის ბოლოს და
მე-20 საუკუნის ასაწყისში ისინი თანამშრომლობდნენ
მართლმადიდებელ ეკლესიასთან.
თუმცა სადღეისოდ ქუთაისის კათოლოკე ეკლესიის შენობა საპატრიარქოს
საკუთრებაშია და დავის საგანია.
მასალის გამოყენების პირობები