აქტიურ წინასაახალწლო სამზადისში თუ ახლი წლის მთავარი ატრიბუტი - საახალწლო ნაძვის ხე ჯერ არ შეგიძენიათ და სათანადოდ არ მოგირთავთ, მაშინ მეგზურობას ჩვენ გაგიწევთ.
მოგიყვებით, ქუთაისში სად იყიდება საახალწო ნაძვის ხე, რა ფასებია
ბაზრობებსა და მაღაზიებში და რა დაგიჯდებათ შენაძენის სათანადოდ გაფორმება საახალწლო სათამაშოებით.
- მომაქცევთ ვინმე ყურადღებას თუ გადავიდე გვერდით? - ამბობს
ვარდისფერ კოსტიუმში გამოწყობილი ქალბატონი
- ახლავე ქალბატონო, დღეს
ბევრი კლიენტია - მორიდებით პასუხობს ახლაგაზრდა კონსულტანტი.
- ჩემს შვილს, დიდი ნაძვის ხე უნდა, თოვლის ეფექტით.
- ჩვენ გვაქვს ნაძვის ხე, თოვლის ეფექტით, სხვადასხვა ზომის, ყველაზე
პატარა 1 მეტრი და 35 სანტიმეტრია, მისი ფასი 300 ლარია, გვაქვს 2
მეტრიანი ნაძვის ხე. შემიძლია შემოგთავაზოთ გაწყობილი ნაძვის
ხე, ასევე თოვლის ეფექტით, რომელიც 500 ლარი ღირს.
-ფასს მნიშვნელობა არ აქვს, გაწყობილი იყოს, თოვლის ეფექტით რაც
მთავარია, მალე გამიწყვეთ თუ შეიძლება - ჩქარობდა მომხმარებელი
-ახლავე - უთხარა კონსულტანტმა და 500 ლარიანი ნაძვის ხის მორთვა
დაიწყო.
მაღაზიაში ბევრი ხალხი
ირეოდა. ყველას დიდი ნაძვის ხე, სათამაშოებით მორთული ან მათ
გარეშე უნდოდა. თუმცა, მათი უმეტესობისთვის გადაწყვეტი ფასი იყო.
300-500 ლარიანი ნაძვის ხის შესაძენად ფინანსები არ
ჰყოფნიდათ.
ჭავჭავაძის გამზირზირიდან წერეთელის ქუჩაზე მდებარე მაღაზიებში გადმონაცვლების შემდეგ ჩვენი ყურადღება დედა-შვილმა მიიპყრო.
-დედა, ნახე, როგორი წიწვები აქვს ამ ნაძვის ხეს.
- კი, ძალიან ლამაზია მარტა, მომავალ წელს ვიყიდოთ, ახლა უბრალოდ დავათვალიეროთ.
ბავშვი დედას დაემორჩილა.
წერეთლის ქუჩაზე მდებარე
მაღაზიებშიც ნაძვის ხეების ფასი სიდიდის მიხედვითაა. მინიმალური 250
ლარი ღირს. მაქსიმალური კი 400 ლარი დაგიჯდებათ, ამ ფასად
სათამაშოებით მორთულ დიდ ნაძვის ხეს შეიძენთ.
წერეთლის ქუჩიდან ბაზრობაზე გადავინაცვლეთ. ხალხი აქაც მრავლად იყო. მათი თქმით, სასურსათო პროდუქტებისგან განსხვავებით, საახალწლო აქსესურებზე ფასი მომატებული არ არის და თავისუფლად შეუძლიათ ნაძვის ხისა და სათამაშოების შეძენა.
ბაზრობაზე, ნაძვის
ხეებისა და საახალწლო ატრიბუტების ღირებულება მაღაზიის ფასთან
შედარებით დაბალია. სამაგიეროდ, აქ ვერ ნახავთ სათამაშოებით
მორთულ ნაძვის ხეებს, ისინი ერთმანეთისგან მხოლოდ ზომის
მიხედვით განსხვავდება. არჩევანიც ნაკლებია.
ბუნებრვი ნაძვის ხის ფასი 25 ლარიდან 35 ლარამდე
მერყეობს, ხელოვნური ნაძვის ხის ფასი 35 ლარიდან იწყება, მაქსიმალური
ფასი 70 ლარია. აქვე შეძლებთ ჩიჩილაკების შეძენას, რომლის
მაქსიმალური ღირებულება 5 ლარია, საახალწლო სათამაშოების ფასი კი 50
თეთრდან იწყება.
თუმცა, ბაზრობაზე ვერ ნახავთ დიდ და ბრჭყვიალა სათამაშოებს, აქ მხოლოდ სხვადასხვა ფერის და განსხვავებული ზომის სათამაშოების შეძენას შეძლებთ. აქვე დაგვხვდებათ ნაძვის ხის სანათები, რომლის მაქსიმალური ფასი 5 ლარია. მას სხვადასხვა ფერი და ფორმა აქვს.
არჩევანი თქვენზე და თქვენს ჯიბეზეა. თუ იქ ფული არ გხვდებათ ან მისი დახარჯვა სხვა საჭიროებებზე გსურთ, ქუთაისიპოსტი ორიგინალური ნაძვის ხის შექმნის ერთ-ერთ იდეას გთავაზობთ, მინიმალური დანახარჯებით.
ამისთვის სხვადასხვა
ზომის 20 სათამაშო და მათი საშუალებით ნაძვის ხის ასაწყობად წებო
დაგჭირდებათ. დიდი ზომის საახალწლო სათამაშოს 2 ლარად შეიძენთ,
საშუალოს - 1 ლარად, ხოლო პატარა სათამაშოს - 50 თეთრად. ჯამში ნაძვის
ხის აწყობა 20 ლარი დაგიჯდებათ.
მართალია ჩვენს მიერ აწყობილ ნაძვის ხეს ზომაც ფასის შესაბამის აქვს, თუმცა მინიმლური დანახარჯებით საახალწლო გაწყობას ნამდვილად შეგიქმნით.
მასალის გამოყენების პირობები