ახალი ამბები
ბუჩქებზე სურათების გაკვრის გამო "გაბედე", შესაძლოა, 1000 ლარით დაჯარიმდეს
FaceBook
მოძრაობა ,,გაბედეს'' აქტივისტი გაგი ახალაძე, შესაძლოა, 1000 ლარით დაჯარიმდეს.
ამის მიზეზი ორი კვირის წინ, მესხიშვილის თეატრის არეალში, ბუჩქებზე, ხელნაკეთი ნივთების განთავსება გახდა, რომელზეც ქართული ოცნების მაღალჩინოსნების სურათები იყო გამოსახული. ზედამხედველობის სამსახურმა დაჯარიმების ოქმი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაუგზავნა. ამ ფაქტთან დაკავშირებით მოძრაობა ,,გაბედემ'' ბრიფინგი გამართა და მერიის ზედამხედველობის სამსახურის ქმედება გააპროტესტა. 

"გვინდოდა ხელნაკეთი ნივთები ნაძვის ხეზე დაგვეკიდებინა, მაგრამ ზედამხედველობის სამსახურმა ამის უფლება არ მოგვცა. გვეუბნებოდნენ, 150-ე მუხლის მიხედვით ეს არ შეიძლებაო, თუმცა ვერ განგვიმარტეს რას ითვალისწინებდა 150-ე მუხლი . ამის შემდეგ  ნივთები იქვე მდებარე ბუჩქზე განვათავსეთ. ახლა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დამახინჯებაში გვდებენ ბრალს, ბუჩქი გამოიყვანეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად. ეს არის უნიჭო პოლიტიკური თამაში და შერჩევითი სამართალი. თავად დააზიანეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი რამდენიმე დღის წინ და ახლა ჩვენ გვედავებიან," - ამბობს ,,გაბედეს'' აქტივისტი გაგი ახალაძე.

მერიის ზედამხედველობის სამსახურში შერჩევით სამართლს გამორიცხავენ და აცხადებენ, რომ მოძრაობა ,,გაბედე'' კანონის ფარგლებში დაჯარიმდა. ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოადგილის, ეკა გრიგალაშვილი თქმით, ხელნაკეთი ნივთები კულტურული მემკვიდრეობის არეალში, მესხიშვილის თეატრთან ახლოს განათავსეს, თეატრი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და მისი იერ-სახის თვითნებური შეცვლა ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა. როგორც ეკა გრიგალაშვილი ამბობს, ჯარიმა საქალაქო სასამართლოშია გადაგზავნილი და ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაფერია. 

11 დეკემბერს მოძრაობა "გაბედეს" ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენლებს,  სამართალდაცველებმა  მესხიშვილის თეატრის წინ განთავსებულ ნაძვის ხეზე პოლიტიკოსების სურათებით გაკეთებული სიმბოლური სათაშოების დაკიდების უფლება არ მისცეს. პოლიციის წინააღმდეგობის შემდეგ აქტივისტებმა სურათები იქვე მდებარე ბუჩქებზე მიაკრეს.

აღსანიშნავია, რომ 29 ნოემბერს და პირველ დეკემბერს ''ქართული ოცნების'' აქტივისტებმა და ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებმა გაერთიანებული ოპოზიციის ოფისებზე მიტანეს იერიში და კულტურული მემკვიდრეობის შენობების ფასადებს საღებავები, კვერცები და ცოცხები დაუშინეს. ფაქტზე დღემდე არავინ დაუჯარიმებიათ. 



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა,
არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი
პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო
დაასახელა.
11:16 / 22.11.2024
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო დაასახელა.
გამთენიისას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტები
რექტორის გადადგომის მოთხოვნით ღამეებს ათენებენ, დაპირისპირება
მოხდა.
10:45 / 22.11.2024
გამთენიისას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტები რექტორის გადადგომის მოთხოვნით ღამეებს ათენებენ, დაპირისპირება მოხდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.