ქუთაისში, წყალტუბოსა და საირმეში არსებული რესტორნები და კაფე-ბარები ახალი წლის ღამეს მომხმარებლებს ერთმანეთისგან განსხვავებულ საახალწლო პროგრამებს და ფასებს სთავაზობენ.
''EscoBar ''-ში ახალი წლის საღამოს
კარაოკესთან ერთად, ცეკვისა და მუსიკის კონკურსი ჩატარდება.
საღამოს დაასრულებს Dj Borika. მენიუ ბარ '' ''EscoBar'-ში 6
პერსონაზე 300 ლარი ღირს.
სასტუმრო ''Spa resort
tskaltubo ''-ში ''Weelcome drink'' საღამო გაიმართება.
საახალწლოდ მორთულ ტერიტორიაზე იქნება ფოტოების გადაღება და
ფოტოკონკურსი, რომელიც განთავსდება '''Spa resort tskaltubo ''-ის
facebook გვერძე. ახალი წლის საღამოს გაიმართება გათამაშება,
იქნება კარაოკე ფართი. სასტუმროში ერთი ღამის გატარება ორ პერსონაზე
270 ლარი ღირს, ხოლო 2 ღამე ორი ადამიანზე 500 ლარი.
60 ლარი დაგიჯდებათ წყალტუბოში,
31 დეკემბრის საღამოს გატარება რესტორან ''მაგნოლიაში''. ადმინისტრაციის
ინფორმაციით, სადღესასწაულოდ მორთულ დარბაზში საჩუქრებითა და
გათამაშებით დატვირთული საღამო გაიმართება, საღამოს მუსიკალურად
გააფორმებს ანრი ჯოხაძე და ''მაგნოლიას'' ცოცხალი ბენდი. ფასში
შედის სადღესასწაულო ვახშამიც.
''sairme hotel and resort''
სტუმრებს ახალი წლის ღამეს "მეგობარო გაიჩითე ფართს''
სთავაზობს. იქნება ქართული ტრადიციული სუფრა, კარნავალი
ბავშვებისთვის, პრიზები და გათამაშებები. საღამოს დაასრულებს ჯგუფი
''რეზო და ბავშვები'', იქნება
ფოიერვერკი. ღირებულება ერთ პერსონაზე
160 ლარს შეადგენს.
ქუთაისში მდებარე ბარ-რესტორანი
''პალატი'' კი სტუმრებს ცოცხალ მუსიკას პირველ იანვარს სთავაზობს, დაუკრავს
''ოჩოს ქოხი''. ღირებულება ერთი პერსონაზე 50
ლარს შეადგენს.
ასევე, პირველ იანვარს განაახლეს მუშაობას კაფე-ბარი
"თეთრი ქვები".
ბედობა დღეს კი ქუთაისში რესტორანი
''ქალაქური'' გეპატიჟებათ. საღამოს რესტორნის მუსიკალური გუნდი
გახსნის, ასევე იქნება Master-ი და live band-ი, მაგიდა ერთ პერსონაზე
50 ლარი ღირს.
რესტორანი ''რერო'' ორ
იანვარს სტუმრებს სახალისო, ინტელექტუალურ გასართობ საღამოს
სთავაზობს, სადაც იქნება გათამაშებები. რესტორან ''რეროში'' საღამოს
გატარება ერთი პერსონაზე 50 ლარს შეადგენს.
მასალის გამოყენების პირობები