არქივის ახალი შენობა ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე, იუსტიციის სახლის მიმდებარედ აშენდება.
ქუთაისში ცენტრალური არქივის ახალი შენობის მშენებლობა იგეგმება. არქივის ახალი შენობა ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე, იუსტიციის სახლის მიმდებარედ აშენდება.
ქუთაისის მერიის არქიტექტურის სამსახურში განმარტავენ, რომ სახელმწიფო შენობის მშენებლობის ხარჯებს საქართველოს მთავრობა გაიღებს.
ამ დროისთვის არქივს თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე, იუსტიციის ყოფილი სახლის შენობის რამდენიმე ოთახი უჭირავს. მერიაში ვერ აკონკრეტებენ სამშენებლო სამუშაოები როდის დაიწყება.
მასალის გამოყენების პირობები