ახალი ამბები
წყალტუბოში სანატორიუმი "მეშახტე" ისევ იყიდება
FaceBook
წყალტუბოში არსებული სანატორიუმი "მეშახტე" $7,000,000-ად იყიდება.

შვიდ მილიონ დოლარად სანატორიუმი საერთაშორისო აუდიტორიული კომპანია BDO-ს მიერ შეფასდა. 

"მეშახტე" 2015 წლის სექტემბერში შპს "ქეი ბი ფი თბილისმა" იყიდა, თუმცა საჯარო ინფორმაციიდან მიღებული ინფორმაციით, სანატორიუმის მესაკუთრე და 100%-იანი წილის მფლობელი "ჯი ინთერნეშენალ ჰოლდინგი" იყო, არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან ეკუთვნოდა.  


მიმდინარე წლის 29 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ წყალტუბოს სანატორიუმებს მმართველი პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ყიდულობს.

"თანაინვესტირების ფონდის" ინფორმაციით, წყალტუბოში არსებული 22 სანატორიუმიდან 7 პრივატიზებულია, 15 სახელმწიფოს საკუთრებაშია და სწორედ მათ განვითარებაზეა გეგმის ფარგლებში საუბარი. დეტალური კვლევა 2014 წელს ჩატარდა 16 შენობაზე, აქედან ოთხი სრულად უნდა დაინგრეს, ხოლო დანარჩენის რეკონსტრუქცია ისე მოხდეს, რომ იერსახე შეინარჩუნონ. 

ასევე, 14 შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი უნდა მიენიჭოს. სამუშაოები ერთ ფაზად ჩატარდება და მათი დასრულება 2024 წლისთვის იგეგმება. პროექტების საინვესტიციო მოცულობა 620-დან 865 მილიონ აშშ დოლარამდეა.



ამავე თემაზე:

კურორტი ომის 27 წლიანი კვალით (ფოტოამბავი)

წყალტუბო დღეს (ფოტორეპორტაჟი)
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა,
არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი
პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო
დაასახელა.
11:16 / 22.11.2024
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო დაასახელა.
გამთენიისას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტები
რექტორის გადადგომის მოთხოვნით ღამეებს ათენებენ, დაპირისპირება
მოხდა.
10:45 / 22.11.2024
გამთენიისას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტები რექტორის გადადგომის მოთხოვნით ღამეებს ათენებენ, დაპირისპირება მოხდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.