ახალი ამბები
უმკაცრესად დაისჯება ყველა, რომლის მხრიდანაც რაიმე ტიპის დანაშაულის ჩადენის ფაქტი დადასტურდება – გიორგი გახარია
FaceBook
უმკაცრესად დაისჯება ყველა ის პირი, მიუხედავად რანგისა თუ სტატუსისა,
რომლის მხრიდანაც რაიმე ტიპის დანაშაულის ჩადენის ფაქტს დაადასტურებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, - ამის შესახებ 15 წლის მოზარდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებაშია ნათქვამი.

მისი თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ მომხდართან დაკვშირებით კითხვები არ დარჩეს.


"ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ამ ტრაგედიასთან დაკავშირებთ არავის დარჩეს კითხვის ნიშნები. დამოუკიდებელი უწყების მიერ ჩატარებულმა გამოძიებამ პასუხის გარეშე არ უნდა დატოვოს არც ერთი კითხვა მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით. ამიტომ, ვავალებ როგორც შინაგან საქმეთა, ისე, განათლების სამინისტროებს, სრულად ითანამშრომლონ გამოძიებასთან, რომელიც აუცილებლად იქნება ღია და გამჭვირვალე.

რაც შეეხება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების, განათლების თუ ჯანდაცვის სფეროში არსებულ გამოწვევებს:

"მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ არაერთი ნაბიჯი გადავდგით ამ მიმართულებით კანონმდებლობის თუ პრაქტიკის გაუმჯობესებისთვის, ჯერ კიდევ გვაქვს წლების მანძილზე დაგროვილი პრობლემები. პრაქტიკაში ჯერ კიდევ არსებობს გამოწვევები, რაც ზოგიერთ შემთხვევაში შესაბამისი სერვისების თუ ბავშვზე მორგებული გარემოს არარსებობით, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში პროცესის მონაწილეთა კვალიფიკაციის ნაკლებობით არის განპირობებული", – ნათქვამია პრემიერ–მინისტრის განცხდებაში. 

"მწვანე სკოლის" ყოფილი  მოსწავლის, ლუკა სირაძის გარდაცვალების შემდეგ საპროტესტო აქცია გამართეს და ქუჩებში წარწერები "ამ ცხოვრების დედაც" დატოვეს. ეს ის ფრაზაა, რომელიც 15 წლის მოზარდმა მისი ყოფილი სკოლის კედელზე დატოვა.

მოზარდი მომხდარის გამო პოლიციის განყოფილებაში დაიბარეს, სადაც ოჯახის წევრების თქმით, მასზე ფსიქოლოგიურად იძალადეს, რის გამოც იგი მეცხრე სართულიდან გადმოხტა. ექიმებმა მოზარდის გადარჩენა ვერ შეძლეს. ლუკა სირაძე 17 დეკემბერს გარდაიცვალა.


ამავე თემაზე:

"ამ ცხოვრების დედაც"-აქცია ქუთაისში

"ამ ცხოვრების დედაც"- პროტესტის გამქრალი კვალი ქუთაისში (ფოტო)

ლუკა სირაძის გარდაცვალების გამო, 21 დეკემბერს ქუთაისის ნაძვის ხე საზეიმოდ აღარ აინთება
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე
სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.
15:01 / 22.11.2024
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა,
არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი
პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო
დაასახელა.
11:16 / 22.11.2024
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო დაასახელა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.