ქუთაისის საფეხბურთო კლუბ „ტორპედოში“ ინვესტიციას, სავარაუდოდ, იტალიელები განახორციელებენ.
რაც შეეხება კლუბის ყოფილ ინვესტორს, ზაალ ჩაჩავას, მერის მოადგილე უარყოფს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩაჩავა ვალის აღიარებაზე უარს ამბობს.
„სასამართლო პროცესი შედგება და აღიარებს რა თქმა უნდა“,- აცხადებს იუზა უგულავა.
„ტორპედოს“ პოტენციურ ინვესტორად გერმანული „აიტრახტიც“ განიხილებოდა, რომელიც ქუთაისის მერიას კლუბის 20 წლიანი იჯარით აღებას სთავაზობდა, თუმცა, საბოლოოდ მოლაპარაკება არ შედგა.
ქუთაისის „ტორპედო“ ოთხი თვეა ინვესტორის გარეშეა. ზაალ
ჩაჩავამ, რომელმაც კლუბი 2017 წელს, აუქციონზე 300 000 ლარად შეიძინა,
გუნდი ფინანსური კრიზისის გამო დატოვა.
ამავე თემაზე:
ფრანკფურტის “აინტრახტი” ქუთაისის მერიას „ტორპედოს“ 20 წლიანი
იჯარით აღებას სთავაზობს
"ქუთაისის მერია „ტორპედოს“ ვალით არ
დაიბრუნებს"
ზაალ ჩაჩავას შეუსრულებელი დაპირება - რა დაემართა „ტორპედოს“ ერთ
წელიწადში
მასალის გამოყენების პირობები