ქუთაისში 29 ნოემბერს, პირველ და ექვს დეკემბერს მომხდარ ვერც ერთ ინციდენტში, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დანაშაულის ნიშნები ვერ დაინახა.
სამინისტრომ დანაშაულის ნიშნები ვერ იპოვა ვერც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაზიანებაში, რომლებსაც „ქართული ოცნების“ აქტივისტებმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა კვერცხები, ცოცხები და საღებავი ესროლეს.
საბოლოოდ, მომხდარზე პასუხისმგებლობა ქუთაისის მერიას დაევალა, რომელმაც ძეგლები უნდა გაასუფთაოს.
ბოლო ინციდენტი „გაერთიანებული ოპოზიციის“ აქცია-მსვლელობაზე მოხდა,
სადაც აქციის მონაწილეებს უცნობმა პირებმა, რომლებსაც სახე დაფარული
ჰქონდათ, კვერცხები და ცოცხალი ქათამი ესროლეს.
მასალის გამოყენების პირობები