საავტომობილო გზების დეპარტამენტის
ინფორმაციით, ქუთაისის შემოვლითი გზის მეორე ლოტის მშენებლობის
ფარგლებში თბილისი–სენაკი–ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი)
საავტომობილო გზის 223-ე კმ-ზე მდებარე რკინიგზის ხიდიდან ჭიშურას
ხიდის მიმართულებით ბეტონის დამგები მექანიზმის გადატანის გამო, 8
დეკემბრის 22:00 სთ-დან 9 დეკემბრის 05:00 სთ-მდე იკრძალება ყველა
სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
დროის აღნიშნულ მონაკვეთში, სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა განხორციელდება გეგუთის სატრანსპორტო კვანძიდან ქუთაისი-გეგუთი-საყულია-ბაში-იანეთის და თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ216 (ნახშირღელეს სატრანსპორტო კვანძი)-ქუთაისი-სამტრედიის საავტომობილო გზების გავლით.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.
მასალის გამოყენების პირობები