ქუთაისის 2020 წლის ბიუჯეტის
პროექტს მერია აკორექტირებს.
ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი აღმასრულებელმა 10 დეკემბრამდე
უნდა დააბრუნოს, რის შემდეგაც დეპუტატებს კვლავ ექნებათ შესაძლებლობა
პროექტის მიმართ შენიშვნები და რეკომენდაციები
გამოთქვან.
ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე, ბიუჯეტის პროექტზე
კომისიურ და ფრაქციულ მუშაობაში მონაწილეობა არ მიუღიათ საკრებულოს
ოპოზიციონერ დეპუტატებს.
ქუთაისის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის მოცულობა 61 მილიონი
ლარია და ის 7 მილიონით აჭარბებს წინა წელს დამტკიცებულ
ბიუჯეტს.
2020 წლის ბიუჯეტის პროექტი
საკრებულომ წლის ბოლო სხდომაზე, 25 დეკემბერს უნდა
დაამტკიცოს.
მასალის გამოყენების პირობები