დღეს დილიდან სამაშველო სამსახური სამტრედიაში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებს.
წინასწარი ინფორმაციით,
დაკარგულია 30 წლამდე მამაკაცი, რომლის ტანსაცმელი მდინარის პირას
იპოვეს
.
ადგილობრივების ვარაუდით თვითმკვლელობის მცდელობა იყო.
“ადრეც ბევრჯერ უცდია მსგავსი რამ, ტანსაცმელი გაიხადა, დააწყო
მდინარესთან და შევიდა” -, ამბობს სამტრედიის მუნიციპალიტეტის
მკვიდრი.
"მყვინთავთა ჯგუფი აჭარიდან დილით შევიდა მდინარეში და მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები, მობილიზებულია სამაშველო ჯგუფი და საპატრულო პოლიცია," - განუცხადეს ქუთაისიპოსტს საგანგებო სიტუაციების მმართვის სამსახურში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები