ქუთაისში, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისზე“ მომხდარ თავდასხმაში ქუთაისიპოსტმა იდენთიფიცირება მოახდინა და დააფიქსირა ქუთაისის მერიის აიპების ის თანამშრომლები და საკრებულოს დეპუტატები, რომლებიც, ადგილზე, თითქმის, სრული შემადგენლობით იმყოფებოდნენ.
თავდასხმის დროს ადგილზე ასევე, იმყოფებოდა და პროცესს ორგანიზებას უწევდა იმერეთის ყოფილი ვიცე-გუბერნატორი, გრიგოლ დალაქიშვილი.მათ ოფისის შენობას ცოცხები და კვერცხები დაუშინეს. პარტიის წევრებს კი აგინებდნენ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ.
პარტიის ოფისში იმყოფებოდა „ევროპული საქართველოს“ წევრი, გია თევდორაძე, რომელიც ოფისთან მობილიზებულ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებთან ჩავიდა, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.
საჯარო მოხელეები და საკრებულოს წევრები, რომლებიც 29 ნოემბერს „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისს თავს დაესხნენ:
ირაკლი ცხვედიანი, ტრანსპორტის
სამსახურის უფროსი;
ნიკა დვალი, დასუფთავების სამსახურის უფროსის მოადგილე;
თამთა ბაკურაძე, ა(აიპ)
„მადლიერების სახლის“ დირექტორი;
დავით წიტაიშვილი ა(აიპ)
„ბაგა-ბაღების“ დირექტორი. თუმცა, თავად უარყოფს იქ ყოფნას და ამბობს,
რომ გავლით იყო.
ტატო ლილუაშვილი - ტურისტულ-საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი.
მამუკა მღვდელაძე, ა(აიპ)
სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების“ ხელმძღვანელის
მოადგილე;
გაბრიელ ფოლკერშტეინი, ა(აიპ) „სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების“ თანამშრომელი;
დათო ახრახაძე, ვეტერანთა კავშირის თავმჯდომარე;
სოსო რობაქიძე, ავტოქარხნის ტერიტორიული ორგანოს თანამშრომელი;
გიორგი მუქერია, სულხან საბას ტერიტორიული ორგანოს თავმჯდომარე;
იმედა საღინაძე, საკრებულოს წევრი;
გიორგი ბოჭორიშვილი, საკრებულოს
წევრი;
ნანა კოსტავა-საკრებულოს
წევრი;
ვლას გარდაფხაძე, საკრებულოს წევრი;
ალეკო ახალაძე,საკრებულოს
წევრი;
ვითარებას „ნაციონალური
მოძრაობის“ ოფისის მიმდებარედ არსებული კაფედან ადევნებდა
თვალყურს საკრებულოს დეპუტატი, ამირან კოპალეიშვილი, რომელიც მერიის
შენობის წინ გამართულ აქციებზე ხშირად ჩნდებოდა.
ქუთაისში,
"ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან მისულ "ქართული ოცნების"
მხარდამჭერებს "ქუთაისიპოსტმა" ასევე, გასაიდუმლოებული ფურცელიც
დაუფიქსირა.
ჩვენს მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ ფურცელზე სიაა ჩამოწერილი და
ჩანაწერია გაკეთებული.
მასალის გამოყენების პირობები