ახალი ამბები
ცრუ განგაში – დიმიტრი მხეიძის ბიუროს დასაბოქლომებლად ოპოზიცია არ მივიდა
FaceBook

ქუთაისის მერიის შენობაში, მაჟორიტარის ბიუროს დაბოქლომებას, სამართალდამცავებთან ერთად, მერიის თანამშრომლები და საკრებულოს დეპუტატები სამი საათის განმავლობაში ელოდნენ.


საბოლოოდ, განგაში ცრუ აღმოჩნდა და ოპოზიცია კაბინეტის კარზე ბოქლომის დასადებად არ მივიდა.


მერიის შენობის მეოთხე სართულზე მობილიზაცია დაახლოებით 12 საათზე დაიწყო, მაშინ, როცა საკრებულოს დეპუტატები კომისიის სხდომაზე ქალაქის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავდნენ.

სავარაუდოდ, სწორედ ამ დროს მიიღეს მერიაში შეტყობინება დაბოქლომების აქციის შესაძლო მოწყობის შესახებ. რამდენიმე დეპუტატმა და მათ შორის მათ, ვინც ბოლო დღეებში მერიის შენობის წინ მოწყობილ აქციებს თვალყურს ადევნებდა, სხდომა მის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე დატოვა. ამ დროს დიმიტრი მხეიძის ბიუროსთან უკვე იკრიბებოდნენ სამართალდამცავები. მალვე, მათ მერიის აიპების ის თანამშრომლებიც შეუერთდნენ, რომლებიც აქციების დროს მომხდარ ინციდენტებში აქტიურად მონაწილეობდნენ.


არც სამართალდამცავები და არც ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები არ პასუხობდნენ შეკითხვას, თუ რას უკავშირდებოდა მათი მობილიზაცია ბიუროსთან. თავად მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი მხეიძე ბიუროში არ იმყოფებოდა.


სამსაათიანი ლოდინის შემდეგ,  როცა ოპოზიციური პარტიების ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები თბილისში, აქციაზე გაემგზავრნენ, მაჟორიტარის ბიურო სამართალდამცავებთან ერთად თვითმმართველობის წარმომადგენლებმაც დატოვეს.


შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ დრომდე არ განუმარტავთ რის საფუძველზე მოხდა საპოლიციო ძალების მობილიზება მერიის ადმინისტრაციულ შენობაში.

დიმიტრი მხეიძის ბიუროს დაბოქლომება ოპოზიციამ  22 ნოემბერს სცადა,  თუმცა, პოლიციამ მათ ამის შესაძლებლობა არ მისცა.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა,
არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი
პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო
დაასახელა.
11:16 / 22.11.2024
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო დაასახელა.
გამთენიისას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტები
რექტორის გადადგომის მოთხოვნით ღამეებს ათენებენ, დაპირისპირება
მოხდა.
10:45 / 22.11.2024
გამთენიისას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტები რექტორის გადადგომის მოთხოვნით ღამეებს ათენებენ, დაპირისპირება მოხდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.