ჩხუბი და ფიზიკური დაპირისპირება ქუთაისის მერიასთან (ვიდეო)
18:47 / 20.11.2019
ფიზიკური დაპირისპირება მოხდა ქუთაისის მერიის
წინ, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეებს ერთ-ერთი მოქალაქე სიტყვიერად დაუპირისპირდა,
რომელიც ამბობდა, რომ აქცია ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების
მიერ არის ორგანიზებული, რომლებსაც უფლება არ აქვთ პროტესტი
გამოთქვან.
სიტყვიერ შელაპარაკებას აქციის მონაწილეებსა და რამდენიმე მოქალაქეს
შორის ხელჩართული ჩხუბი მოყვა. ერთ-ერთ მოქალაქეს შუბლის არეში აქვს
დაზიანება მიყენებული. აქციის ორგანიზატორები მომხდარს ხელისუფლების
მიერ მოწყობილ პროვოკაციად აფასებენ.
" ეს არის ბიძინას იაფფასიანი პროვოკაცია და არ
უნდა ავყვეთ. პოლიციას მოვუწოდებთ, დაიცვან ჩვენი
უსაფრთხოება ", - აცხადებენ აქციის მონაწილეები.
ქუთაისის მერიასთან ვითარება
რამდენჯერმე დაიძაბა, რაც საბოლოოდ, პოლიციამ განმუხტა.
"სირცხვილია", "საქართველო ივანიშვილის
ოლიგარქიული მმართველობის გარეშე"- ამ შეძახილებით ქუთაისში
საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის ჩაგდებას აქციის
მონაწილეები თავდაპირველად მესხიშვილის თეატრის წინ
აპროტესტებდნენ, შემდეგ კი მერიის შენობასთან გადაინაცვლეს.
20 ივნისს, „გავრილოვის ღამეს“, დემონსტრანტების სისხლიანი
დარბევის შემდეგ, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ბიძინა
ივანიშვილი ხალხს დაჰპირდა, რომ 2020 წლის არჩევნები პროპორციული
სისტემით ჩატარდებოდა.
14 ნოემბერს, პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა პროპორციული საარჩევნო
სისტემის შესახებ ინიცირებული კანონპროექტი, რომელსაც საზოგადოება
საკუთარ მონაპოვრად მიიჩნევდა, ჩაადგო. შედეგად, უმრავლესობა 12-მა
დეპუტატმა დატოვა, ხოლო ოპოზიცია გაერთიანდა სლოგანით „ყველა ერთის
წინააღმდეგ“. თბილისსა და დედაქალაქებში ხელახლა დაიწყო საპროტესტო
აქციები. ევროპელმა და ამერიკელმა პოლიტიკოსებმა ეს დემოკრატიის
გზაზე უკან გადადგმულ ნაბიჯად შეაფასეს. ხელისუფლება ამბობს, რომ
პროპორციული საარჩევნო სისტემა მხოლოდ 2024 წელს
ამოქმედდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები