ჭიათურის მუნიციპალიტეტ სოფელ შუქრუთში მოსახლეობამ მაღაროების
პიკეტირება დროებით შეწყვიტა.
მათი თქმით "ჯორჯიან მანგანეზის" წარმომადგენლები დაზიანებული
სახლების კომპენსაციის გადახედვას კვლავ დაჰპირდნენ. მოსახლეობა
ამბობს, რომ კომპანიის წარმომადგენლებმა ყველა დაზიანებული სახლი უნდა
აღწერონ და დაზარალებული მოსახლეობისთვის კომპენსაცია
გასცენ.
"როგორც მეტროპოლიტენია თბილისის, ისეა აქაც. სახლები ჰაერზე დგას და
სახლი არ არის დარჩენილი, რომელიც დაბზარეული და დაზიანებული არ იყოს.
პარასკევამდე გაირკვევა ყველაფერი და თუ ჩვენ უკმაყოფილოები დავრჩით,
ისევ განახლდება აქციები და დაიკეტება მაღაროები", - ამბობს სოფელ
შუქრუთის მცხოვრები, ბექა მეფარიძე.
სოფელ შუქრუთში 290 ოჯახი ცხოვრობს. თითოეული მათგანის სახლი მადნის
მოპოვებითი სამუშაოების შედეგად დაბზარეულია. მიწის ქვეშ მიმდინარე
აფეთქებითმა სამუშაოებმა შეცვალა სოფლის გზებიც, ხეები შუაზეა
გაყოფილი. მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.
შუქრუთის მოსახლეობამ აქციები მიმდინარე წლის 7 ნოემბერს განაახლა.
ერთ კვირაზე მერია მათ "ჯორჯიან მანგანეზის" საკუთრებაში არსებული,
შუქრუთში მდებარე ყველა მაღაროს შესასვლელი პარალიზებული
ჰქონდათ.
11 ნოემბერს "ჯორჯიან მანგანეზში" განაცხადეს, რომ მოსახლეობასთან
შეთანხმებით, კომპანიამ საკითხის შესასწავლად სპეციალური კომისია
შექმნა, რომელმაც სოფელ შუქრუთში არსებული ყველა დაზიანებული სახლი
მოინახულა. კომისიის მიერ მოძიებული ინფორმაციით, აღწერილი
დაზიანებები არ უკავშირდება კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ
სამუშაო პროცესს და ეს გამოწვეულია საბჭოთა კავშირის პერიოდში
წარმოებული სამუშაოებით.
"ასევე დადგინდა, რომ ხსენებული დაზიანებები იმ პერიოდში შესაბამისი
პასუხისმგებელი სამსახურების მიერ კომპენსირებული იყო. იმის
გამოსარიცხად, დღეს მიმდინარე სამუშაოები ახდენს თუ არა კონკრეტულ
ლოკაციებზე ახალ დაზიანდებებს, მოსახლეობასთან შეთანხმებით კომპანია
„ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ მიმდინარე თვის დასაწყისში კომიისიის
გადაწყვეტილების თანახმად მოწვეულ იქნა დამოუკიდებელი, გამოცდილი
საექსპერტო ჯგუფი „საინჟინრო კვლევების ცენტრი”, რომელმაც კომისიის
მიერ მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე კვლევითი სამუშაოები 2019 წლის
29 ოქტომბერს დაიწყო. პირველადი მონაცემებით შესწავლილი და
გამოკვეთილი დაზიანებები არ უკავშირდება „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ
წარმოებულ სამუშაოებს", - განაცხადეს კომპანიაში.
მოხდებს თუ არა დაზიანებების თავიდან შესწავლა და კომპენსაციების
გაცემა, კითხვებზე პასუხების მისღებად ქუთაისიპოსტი "ჯორჯიან
მანგანეზთან" დაკავშირებას შეეცადა. დმატებით ინფორმაციას კომპანიიდან
პასუხების მიღებისთანავე მოგაწვდით.
თუ რა დგომარეობაა სოფელ შუქრუთში და რა პირობებში უწევთ ცხოვრება
ადგილობრივებს, ქუთაისიპოსტი რეპორტაჟს უახლოეს პერიოდში
შემოგთავაზებთ.
მასალის გამოყენების პირობები