ქუთაისის მერია ცენტრალურ ბულვარს დაპირებულ რეკონსტრუქციას აღარ ჩაუტარებს.
„მე ვერ გეტყვით. ალბათ, ინფრასტრუქტურას უნდა კითხოთ“,- განაცხადა ნიშნიანიძემ.
ერთი წლის წინ კი აცხადებდნენ, რომ: "დამონტაჟდება ვაზის ტიპის შადრევნები, რაც
მას ძველ იერსახეს დაუბრუნებს. შეიცვლება ბაღში არსებული სანაყინეს
გარე ფასადი და იქნება შესაბამისობაში გარემოსთან. გამოიცვლება
მიწისქვეშა კომუნიკაციები, ლანდშაფტი, რომ წყლის გადინება კარგად
მოხდეს. აღდგება ქვის ბორდიურები, გამოიცვლება განათება და დაიდგმება
ახალი ძელსკამები, რომელზეც ქუთაისის გერბი იქნება გამოსახული. ასევე,
მოხდება კოლონადების რეაბილიტაცია".
ცენტრალური ბულვარის რეკონსტრუქცია ქუთაისის მერიამ გასული წლის
ზაფხულში დააანონსა. ბულვარის საბოლოო ესკიზის შერჩევა საზოგადოებას მიანდო და
ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე სხვადასხვა ელემენტის
(შადრევანი, საფეხმავლო ბილიკების ფილა, ძელსკამი) რამდენიმე ვერსია გამოაქვეყნა. მოქალაქეებს შესაძლებლობა
ჰქონდათ მათთვის სასურველი ფერისა და ფორმის ელემენტისთვის ხმა
მიეცათ. ხმის მიცემის დასრულების შემდეგ, მერიაში განაცხადეს,
რომ აზრთა სხვადასხვაობის გამო ესკიზის შერჩევა ვერ მოხდა.
ერთ-ერთი ვერსიით, ასეთი
იქნებოდა ბულვარი რეკონსტრუქციის შემდეგ
ქუთაისის ცენტრალური ბაღი 171 წლისაა და ის
მუშტაიდის პარკის შემდეგ, სიძველით, მეორეა მთელ
ამიერკავკასიაში. ბულვარში ეტაპობრივად
ხორციელდებოდა სარეკონსტრუქციო სამუშაოები, თუმცა,
მისი არსებობის განმავლობაში, სრული რეკონსტრუქცია არ
მომხდარა.
მასალის გამოყენების პირობები